გაგამარუ დიდ ჩემპიონს, ჰაკუჰოს დაუპირისპირდება

AutoSharing Option
10 მაისს ტოკიოს ბაშოზე გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) დაუმარცხებელ ტოჩიოძანს ხვდებოდა, თუმცა ქართველს მეტოქის დოჰიოდან გაძევება საერთოდ არ გასჭირვებია.

ჩვენებურის ბალანსი 2-3 გახდა. 11 მაისს მას ძალზე მნიშვნელოვანი გამოცდა ელის - დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო დაეჭიდება. გაგამარუ მესამედ შეეცდება დიდი მონღოლის დამარცხებას. წინა ორი ცდა წარუმატებელი გამოდგა.

ბრწყინვალე სტარტის შემდეგ ზედიზედ ორჯერ წააგო ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) და ბალანსი 3-2 გაუხდა. ანალოგიურ მდგომარეობაშია მეორე დივიზიონში მოასპარეზე კოკაი (ლევან ცაგურია).

ზაფხულის ბაშოს დღეიდან ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს - ოძეკი კოტოშოგიკუ. მხოლოდ მან შეძლო ხუთივე ორთაბრძოლის
მოგება.

V დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ჰომაშო (ოშიდაში), ამინიშიკი-კოტოოშუ (სუკუინაგე), კაკურიუ-ტაკაიასუ (ოკურიდაში), ტოიოჰიბიკი-ჰარუმაფუჯი (ოშიდაში), ბარუტო-არანი (ცურიდაში), მიოგირიუ-კისენოსატო (იორიტაოში), კოტოშოგიკუ-ტაკეკაძე (ცუკიოტოში), ტოიონოშიმა-გოეიდო (იორიტაოში), გაგამარუ-ტოჩიოძანი (ოშიდაში), შოჰოზანი-ტოჩინოვაკა (ცუკიდაში), მიაბიამა-ტოჩინოშინი (იორიკირი). ძურიო: ჰომარეფუჯი-კოკაი (იორიკირი).

სატურნირო მდგომარეობა
5-0: კოტოშოგიკუ (ოძეკი).
4-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კაკურიუ (ოძეკი), ბარუტო (ოძეკი), კისენოსატო (ოძეკი), ტოჩიოძანი (მაეგაშირა 4), ოკინოუმი (მ 5), აოიამა (მ 6), ჩიოტაირიუ (მ 10), კაისეი (მ 12), ტამავაში (მ 15), ტაკარაფუჯი (მ 16)... 3-2: ტოჩინოშინი (მ 8)... 2-3: გაგამარუ (მ 2).

VI დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-გაგამარუ, კაკურიუ-ჰომაშო, ჰარუმაფუჯი-მიოგირიუ, ბარუტო-ტოიოჰიბიკი, კისენოსატო-გოეიდო, კოტოშოგიკუ-ამინიშიკი, კოტოოშუ-არანი, ტოიონოშიმა-ტაკაიასუ, ტაკეკაძე-კიტატაიკი, ტოჩინოვაკა-ტოკიტენკუ, ტოჩინოშინი-ოკინოუმი. ძურიო: კოკაი-საგაცუკასა.

"გაგამარუს გამოცდა ელის" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
დღეს ტოჩინოშინიც დამარცხდა, კოკკაიმ გვასახელა!
juryo
13:10 11-05-2012
0
5 წუთის წინ დამარცხდა გაგა
juryo
13:08 11-05-2012
0

სიახლეები პოპულარული