იოკოძუნა მარცხენათი შეწვდა ქართველის მავაშის, შემდეგ კი ყველაფერი ტექნიკის საქმე იყო, რომლითაც ასე უხვად არის დაჯილდოვებული მონღოლი სუმოისტი. გაგამარუ მესამედ დამარცხდა დიდ ჩემპიონთან ამდენივე ცდიდან.
აღსანიშნავია, რომ დიდი ჩემპიონი დამარცხებული არც ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი) ჰყავს, მან ორჯერ წააგო ასაშორიუსთან, ხოლო ჰაკუჰოსთან 12 -ჯერ! ერთადერთი ქართველი, ვინც ეს მოახერხა და თანაც ორჯერ, ლევან ცაგურიაა (კოკაი). "შავმა ზღვამ"
სხვათა შორის, კოკაის ჰაკუჰოსთვისაც მოუგია, მაგრამ ის ორი გამარჯვება არ ითვლება, რადგან ჰაკუჰო მაშინ დიდი ჩემპიონის ტიტულს არ ფლობდა.
მორიგი დღე მხოლოდ კოკაისთვის გამოდგა იღბლიანი, მე-2 დივიზიონში მოასპარეზე ვეტერანს 4-2 ბალანსი გაუხდა, სამი მოგებაც და "შავი ზღვა" ელიტაში დარჩება. ნაცუ ბაშოს კი წაუგებლად კვლავ ოძეკი (ანუ ჩემპიონი) კოტოშოგიკუ ლიდერობს. 5-5 მოგება კი ერთბაშად 9 სუმოისტს აქვს.
VI დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-გაგამარუ (უვატენაგე), კაკურიუ-ჰომაშო (ჰატაკიკომი), მიოგირიუ-ჰარუმაფუჯი (იორიკირი), ბარუტო-ტოიოჰიბიკი (იორიკირი), კისენოსატო-გოეიდო (ცუკიოტოში), კოტოშოგიკუ-ამინიშიკი (ოშიდაში), კოტოოშუ-არანი (იორიკირი), ტოიონოშიმა-ტაკაიასუ (ოშიტაოში), ტაკეკაძე-კიტატაიკი (ოშიდაში), ტოკიტენკუ-ტოჩინოვაკა (იორიკირი), ოკინოუმი-ტოჩინოშინი (იორიტაოში). ძურიო: კოკაი-საგაცუკასა (კოტენაგე).
სატურნირო მდგომარეობა
6-0: კოტოშოგიკუ (ოძეკი).
5-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კაკურიუ (ოძეკი), ბარუტო (ოძეკი), კისენოსატო (ოძეკი), ტოჩიოძანი (მაეგაშირა 4), ოკინოუმი (მ 5), ჩიოტაირიუ (მ 10), ტამავაში (მ 15), ტაკარაფუჯი (მ 16)... 3-3: ტოჩინოშინი (მ 8)... 2-4: გაგამარუ (მ 2).
VII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-ტოიოჰიბიკი, ჰარუმაფუჯი-ტოიონოშიმა, ბარუტო-გოეიდო, კისენოსატო-ტაკეკაძე, კოტოშოგიკუ-მიოგირიუ, კოტოოშუ-გაგამარუ, კაკურიუ-არანი, ამინიშიკი-ჰომაშო, ტაკაიასუ-ტოჩინოვაკა, ტოჩიოძანი-კიტატაიკი, ტოჩინოშინი-დაიდო. ძურიო: კოკაი-კიოკუჰუჰო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"