ამასთან, თეიმურაზ ჯუღელს (გაგამარუ) ამ მიზნის მიღწევა ძალზე გაუჭირდება, რადგან მან დარჩენილი ხუთივე ორთაბრძოლა უნდა მოიგოს.
ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) კი 15 მაისს განცდილი მარცხის შემდეგ ყველაფერს თავიდან იწყებს - ნულოვანი ბალანსი აქვს.
ძურიოს დივიზიონში მოასპარეზე ლევან ცაგურია (კოკაი) 6-4 ბალანსით იბრძვის დივიზიონში დარჩენისთვის. ამისთვის მას დარჩენილი ხუთი ორთაბრძოლიდან 2-ის მოგება ეყოფა.
X დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-კაკურიუ
სატურნირო მდგომარეობა
9-1: კისენოსატო (იორიტაოში).
8-2: ტოჩიოძანი (მაეგაშირა 4), ტამავაში (მ 15), ტაკარაფუჯი (მ 16).
7-3: კაკურიუ (ოძეკი), ბარუტო (ოძეკი), კოტოშოგიკუ (ოძეკი), ოკინოუმი (მ 5), აოიამა (მ 6), კიოკუტენჰო (მ 7), შოტენრო (მ 11)... 5-5: ტოჩინოშინი (მ 8)... 3-7: გაგამარუ (მ 2).
XI დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-კოტოოშუ, კისენოსატო-კაკურიუ, კოტოშოგიკუ-ჰარუმაფუჯი, ბარუტო-ჰომაშო, ტოჩიოძანი-ტოიონოშიმა, გოეიდო-ტაკაიასუ, ამინიშიკი-მიოგირიუ, გაგამარუ-არანი, ტოიოჰიბიკი-ვაკაკოიუ, ტაკეკაძე-მიაბიამა, ტოჩინოშინი-ტაკარაფუჯი. ძურიო: კოკაი-მასურაუმი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"