ამჯერად, იაპონია ნგრევას გადაურჩა, არც ზაფხულის ბაშოს მორიგი დღე ჩაშლილა. მიწისძვრამდე ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) გადამწყვეტი, მერვე გამარჯვება იზეიმა.
ჩვენებური ერთობ შეავიწროვა მონღოლმა "არწივმა" ტამავაშიმ, დოჰიოს კიდემდეც მიიყვანა, მაგრამ ტოჩინოშინმა ბოლო წამს ილეთით დაანარცხა მეტოქე.
ლევანმა დადებითი ბალანსი და რეიტინგში დაწინაურება დაიბევა. სამწუხაროდ, თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) მეცხრე მარცხი იწვნია. მას 4-9 ბალანსი აქვს.
უფო ადრე ნამდვილი სპორტული გმირობა ჩაიდინა ლევან ცაგურიამ (კოკაი). 31 წლის ქართველი ორდღიანი
ამასობაში ზაფხულის ბაშოზე ვითარება ისე დაიძაბა, რომ იმპერატორის თასის მოგების შანსი ბევრს აქვს, მათ შორის - 4 ორთაბრძოლის წამგებ დიდ ჩემპიონ ჰაკუჰოს.
XIII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-კისენოსატო (იორიტაოში), ჰარუმაფუჯი-ბარუტო (ოშიტაოში), გოეიდო-კოტოშოგიკუ (სუკუინაგე), კოტოოშუ-კაკურიუ (იორიკირი), ტაკეკაძე-ტოიონოშიმა (ოშიდაში), ჰომაშო-გაგამარუ (იორიკირი), ტოჩიოძანი-ამინიშიკი (ოშიდაში), არანი-ტოჩინოვაკა (იორიკირი), მიოგირიუ-ტაკაიასუ (ოშიტაოში), შოჰოზანი-ოტიოჰიბიკი (უვატენაგე), ტოჩინოშინი-ტამავაში (სუკუინაგე). ძურიო: კოკაი-ტოსაიუტაკა (ოშიდაში).
სატურნირო მდგომარეობა
10-3: კისენოსატო (ოძეკი), ტოჩიოძანი (მაეგაშირა 4), კიოკუტენჰო (მ 7).
9-4: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ოკინოუმი (მ 5), აოიამა (მ 6)... 8-5: ტოჩინოშინი (მ 8)... 4-9: გაგამარუ (მ 2).
XIV დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-ბარუტო, კისენოსატო-ჰარუმაფუჯი, კოტოშოგიკუ-ტოიონოშიმა, კოტოოშუ-კიოკუტენჰო, კაკურიუ-ტოჩიოძანი, ამინიშიკი-გოეიდო, ჰომაშო-ტაკეკაძე, გაგამარუ-ტაკაიასუ, არანი-მიაბიამა, მიოგირიუ-ვაკაკოიუ, ტოჩინოშინი-ტოიოჰიბიკი. ძურიო: კოკაი-ჰოკუტოკუნი.
"მიწისძვრა და ორი გამარჯვება" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"