მოუგე ნიჭიერს და გახდი კომუსუბი!

AutoSharing Option


დღეს დასავლეთის მე-2 მაეგაშირა ტოჩინოშინს (ლევან გორგაძე) უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ელის შემოდგომის ბაშოზე - ჩვენებურს, რომელსაც 6-4 ბალანსი აქვს, კომუსუბი კისენოსატო (2-7) დაუპირისპირდება. ახალგაზრდა იაპონელს, რომელსაც "ნიჭიერას" ეძახიან, ცუდად მისდის საქმეები, ერთი წაგებაც და კომუსუბის ტიტულს ჰკარგავს, რომლის დაბრუნების უპირველესი კანდიდატი ტოჩინოშინია. რა თქმა უნდა, მიზნის მისაღწევად მხოლოდ კისენოსატოს დამარცხება არ იკმარებს, მაგრამ თუკი ლევანი იმარჯვებს, დაკარგული ტიტულის დაბრუნებისკენ უდიდეს ნაბიჯს გადადგამს. ეს ორი რიკიში ერთმანეთს 4-ჯერ დაუპირისპირდა, ჯერჯერობით ფრეა - 2:2.

გუშინ ტოჩინოშინმა "მატადორი" ამინიშიკი დაამარცხა. ქართველმა ორთაბრძოლისას ჰიდარი-უვატე დგომს

მიაღწია, რაც ცაციებისთვის ხელსაყრელი პოზიციაა შეტევისთვის და იორიკირით გაიყვანა დოჰიოდან რიკიში, რომელმაც წინა დღეს მანამდე დაუმარცხებელი კოტოოშუ დასცა.

კოკაის (ლევან ცაგურია) შეეძლო დადებითი ბალანსის დაბევება, მაგრამ ქართველს მონღოლმა ასასეკირიუმ ხერხით აჯობა - დაჯახებისას "წითელმა ურჩხულმა" მარცხნივ გაიწია და კოკაიც დოჰიოზე დავარდა. "შავ ზღვას" 7-3 ბალანსი აქვს. მისი მომდევნო მეტოქე "პატარა ტანკი" ტაკეკაძეა (8-2), ქართველისთვის ერთობ უხერხული მეტოქე. ტაკეკაძე ურთიერთშეხვედრებში "შავ ზღვას" 9:5-ს უგებს.

გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) ძურიოს დივიზიონის რიკიში ვაკატენრო ორ წამში განდევნა დოჰიოდან. ჩვენებურს 6-4 ბალანსი აქვს და დღეს ჩინეთის წარმომადგენელ სოკოკურაის ხვდება. თეიმურაზი 5-ჯერ შეხვდა სოკოკურაის და 4-ჯერ დამარცხდა.
აკი ბაშოზე ზედიზედ მე-10, ისე კი, მიჯრით 57-ე ორთაბრძოლა მოიგო დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ, რომელმაც ტოჩინოშინის თანაგუნდელი სეკივაკე ტოჩიოძანი დაამარცხა.

სუმოს სამყარო. აკი ბაშო (ტოკიო). 12-26 სექტემბერი

X დღე: ჰაკუჰო-ტოჩიოძანი (იორიკირი), კოტოოშუ-კაიო (უვატენაგე), ბარუტო-კიოკუტენჰო (ცურიდაში), ჰარუმაფუჯი-ტოკუსეგავა (ოშიდაში), არანი-ჰომაშო (ოშიდაში), კაკურიუ-კისენოსატო (იორიკირი), ვაკანოსატო-ტოკიტენკუ (იორიტაოში), ტოჩინოშინი-ამინიშიკი (იორიკირი), კოტოშოგიკუ-ტაკამისაკარი (იორიკირი), ჰაკუბა-ტოსაიუტაკა (ოშიდაში), ასასეკირიუ-კოკაი (ჰატაკიკომი), კიმურაიამა-მოკონამი (ოშიდაში), ტაკეკაძე-კიტატაიკი (სუკუინაგე), ბუშუიამა-კორიუ (ჰატაკიკომი), შიმოტორი-ტოსანოუმი (სუკუინაგე), კასუგაო-ჰოკუტორიკი (კოტენაგე), იოშიკაძე-ტოჩინონადა (ოშიდაში), სოკოკურაი-კოტოკასუგა (იორიკირი), ტამავაში-კაკიძოე (ჰატაკიკომი), გაგამარუ-ვაკატენრო (ოშიდაში), კიოკუნანკაი-ტოიოძაკურა (უვატედაშინაგე).

სატურნირო მდგომარეობა
10:0: ჰაკუჰო (იოკოძუნა)
9-1: კოტოოშუ (ოძეკი)
8-2: ბარუტო (ოძეკი), იოშიკაძე (მაეგაშირა 11), ტაკეკაძე (მ 12).
7-3: ტოჩიოძანი (სეკივაკე), კოტოშოგიკუ (მ 3), კოკაი (მ 8), კიმურაიამა (მ 9), ტამავაში (მ 14)... 6-4: ტოჩინოშინი (მ 2), გაგამარუ (მ 15).

XI დღე: ჰაკუჰო-არანი, ბარუტო-კაკურიუ, ჰარუმაფუჯი-კაიო, კოტოოშუ-ჰაკუბა, ტოჩიოძანი-ამინიშიკი, ტოჩინოშინი-კისენოსატო, კიოკუტენჰო-ტოკიტენკუ, ვაკანოსატო-ტაკამისაკარი, ჰომაშო-მოკონამი, კოტოშოგიკუ-ტოკუსეგავა, იოშიკაძე-ასასეკირიუ, კიტატაიკი-ტოსაიუტაკა, კოკაი-ტაკეკაძე, კიმურაიამა-ტამავაში, ბუშუიამა-კასუგაო, ჰოკუტორიკი-კიოკუნანკაი, შიმოტორი-კორიუ, კოტოკასუგა-ტოჩინონადა, სოკოკურაი-გაგამარუ, კაკიძოე-ტოიოძაკურა, ტოსანოუმი-ჰოჩიამა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

 

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული