ქართველმა სუმოისტებმა უნგრეთში 7 მედალი მოიპოვეს

AutoSharing Option
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში სუმოისტთა ევროპის ჩემპიონატზე 17 ქვეყნის წარმომადგენლებმა იასპარეზეს.

ქართველები შეჯიბრებაზე ხუთკაციანი დელეგაციით ჩავიდნენ. ამის მიუხედავად, შვიდი ჯილდო მოიხვეჭეს.

განსაკუთრებით, ახალგაზრდებმა იყოჩაღეს: მძიმე წონაში გიგა გელაშვილმა და აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ზურაბ აქუბარდიამ ოქროს მედლები დაიმსახურეს.

ჩვენებურთა დუეტმა გუნდურშიც აჯობა ყველას. ზურაბმა 100 კილოშიც მოსინჯა ძალები. მხოლოდ ფინალური ორთაბრძოლა დათმო და საბოლოოდ მეორე ადგილს დასჯერდა.

უფროსებში ავთანდილ ცერცვაძემ გამოიჩინა თავი: +115 კილოგრამსა და აბსოლუტურში ვერცხლის მედლები მოიპოვა. ასევე, მეორე იყო საქართველოს ნაკრები (ავთანდილ ცერცვაძე, ზაზა ბალაშვილი, იასონ კარიბოვი და ზურაბ
აქუბარდია).

ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას საქართველოს სუმოს ფედერაციის თავკაცი თენგიზ რუხაძე ევროპის სუმოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

ხუთნი შვიდი მედლით (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული