შემოდგომის ბაშოს მე-12 დღისთვის ორი კაჩი კოში ვისურვეთ და აგვისრულდა კიდეც - ორმა ქართველმა, კოკაიმ (ლევან ცაგურია) და გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) უკვე დაიბევეს დადებითი ბალანსი და აქედან გამომდინარე სიკეთეები. მოგეხსენებათ, სუმოს სისტემა სწორედ დადებით და უარყოფით (მაკე კოში) ბალანსზეა აგებული - ვინც ბაშოს კაჩი კოშით დაასრულებს, მან აუცილებლად წინ უნდა წაიწიოს რეიტინგში, ვინც არა - იერარქიის კიბეზე უკან უნდა დაიხიოს. მე-8 მოგება ყოველთვის გადამწყვეტია, რადგან ბაშო 15 დღე გრძელდება, 8 კი უკვე დადებითი ბალანსის ტოლფასია.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეს კაჩი კოში
კოკაიმ ცაციათი სუკუინაგეს ილეთი ისე ღონივრად შეასრულა, რომ მონღოლი "არწივი" ტამავაში მაყურებელთა პირველ რიგებში ისროლა. გაგამარუ ისეთი ძალით მიაწვა ტოსაიუტაკას, რომ ამ უკანასკნელმა ვერ გაუძლო და ზურგით დოჰიოზე დაეცა. იდეალურ შემთხვევაში ჩვენებურებს 11-11 მოგებით შეუძლიათ ბაშოს დასრულება. კოკაი ყოჩაღ იოშიკაძეს (10-2) ერკინება (7:6 ქართველის სასარგებლოდ), ხოლო გაგამარუს მეტოქე მე-11 მაეგაშირა კოტოკასუგაა (6-6), რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში 1:1-ია. "შავი ზღვა" კარიერაში 750-ე ორთაბრძოლას გამართავს.
დასანანი მარცხი იწვნია ერთი ხანობა დაწინაურებულმა ფალავანმა ტოჩინოშინმა (მე-2 მაეგაშირა). ლევან გორგაძე კომუსუბი კაკურიუსთან დამარცხდა იორიკირის ილეთით. ტოჩინოშინს 6-6 ბალანსი აქვს. დღეს ქართველი მონღოლ ჰაკუბას ხვდება, რომელმაც დადებითი ბალანსი უკვე გაინაღდა. ამათ ურთიერთდაპირისპირებაში ქართველი დიდი უპირატესობით იგებს - 5:1.
თუკი დღეს დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო ესტონელ ჩემპიონ ბარუტოს დაამარცხებს, ზედიზედ მე-60 გამარჯვებას იზეიმებს. ამით მონღოლი, ფაქტობრივად, იმპერატორის თასს გაინაღდებს.
სუმოს სამყარო. აკი ბაშო (ტოკიო). 12-26 სექტემბერი
XII დღე: ჰაკუჰო-კაიო (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-არანი (ოშიტაოში), ტოჩიოძანი-კოტოოშუ (ოშიდაში), ამინიშიკი-ბარუტო (ოკურიდაში), კაკურიუ-ტოჩინოშინი (იორიკირი), კისენოსატო-კიოკუტენჰო (იორიკირი), ტოკუსეგავა-ვაკანოსატო (კირიკაეში), ჰომაშო-ტოკიტენკუ (ოშიდაში), ასასეკირიუ-კოტოშოგიკუ (უვატენაგე), ჰაკუბა-კიმურაიამა (ოშიდაში), ტაკამისაკარი-ჰოკუტორიკი (ოშიტაოში), მოკონამი-ბუშუიამა (უვატენაგე), გაგამარუ-ტოსაიუტაკა (იორიტაოში), კიტატაიკი-კიოკუნანკაი (ოშიდაში), კოკაი-ტამავაში (სუკუინაგე), ტაკეკაძე-შიმოტორი (ცუკიოტოში), იოშიკაძე-სოკოკურაი (ოკურიდაში), კოტოკასუგა-კაკიძოე (იორიკირი), კორიუ-ტოჩინონადა (იორიკირი), ტოიოძაკურა-კასუგაო (ჰიკიოტოში), ტოსანოუმი-ვაკატენრო (ოშიდაში).
სატურნირო მდგომარეობა:
12-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა)
10-2: იოშიკაძე (მაეგაშირა 11), ტაკეკაძე (მ 12).
9-3: კოტოოშუ (ოძეკი), ტოჩიოძანი (სეკივაკე).
8-4: ბარუტო (ოძეკი), კაკურიუ (კომუსუბი), ჰაკუბა (მ 5), კოკაი (მ 8), ტამავაში (მ 14), გაგამარუ (მ 15)... 6-6: ტოჩინოშინი (მ 2).
XIII დღე: ჰაკუჰო-ბარუტო, კოტოოშუ-ჰარუმაფუჯი, კაიო-ამინიშიკი, არანი-ტოჩიოძანი, კისენოსატო-ტოკუსეგავა, კაკურიუ-კოტოშოგიკუ, ტოკიტენკუ-ტაკამისაკარი, ვაკანოსატო-ჰომაშო, ტოჩინოშინი-ჰაკუბა, კიოკუტენჰო-ტოსაიუტაკა, მოკონამი-შიმოტორი, ასასეკირიუ-ჰოკუტორიკი, კიტატაიკი-ტოჩინონადა, კოკაი-იოშიკაძე, კიმურაიამა-ტაკეკაძე, ტამავაში-ბუშუიამა, კოტოკასუგა-გაგამარუ, კორიუ-კაკიძოე, კასუგაო-კიოკუნანკაი, სოკოკურაი-ტოსანოუმი, ტოიოძაკურა-ტოიოჰიბიკი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"