აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) მე-3 მაეგაშირა შოჰოზანს ხვდებოდა, რომელმაც ჯიქურ შეუტია ჩვენებურს, თუმცა მეტოქის დარტყმები აიტანა და ის დოჰიოზე დააგდო.
ელიტის ყველაზე მძიმე სუმოისტი, მე-7 მაეგაშირა გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) მონღოლ შოტენროსთან ორთაბრძოლაში დამარცხდა. მართალია, მან მეტოქის მავაში ხელთ იგდო, მაგრამ მარცხნიდან კონტრშეტევა გაეპარა და ფეხზე ვეღარ დადგა. ძურიოს დივიზიონში მოიგო კოკაიმ (ლევან ცაგურია).
8 ივლისს დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ და ყველა ოძეკიმ მოიგეს
მათ შერკინებაში ხელმეორე ორთაბრძოლა დაინიშნა, რადგან პირველში მსაჯებმა ვერაფრით დაადგინეს, ვინ იმარჯვა. დღეს ტოჩინოშინი ოს არანს შეხვდება, ხოლო გაგამარუ - მე-6 მაეგაშირა ტოსაიუტაკას.
I დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ტოიონოშიმა (იორიკირი), კისენოსატო-მიოგირიუ (იორიკირი), კოტოშოგიკუ-ტოჩიოძანი (ოკურიდაში), ბარუტო-კიოკუტენჰო (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-აოიამა (ოშიდაში), კოტოოშუ-ამინიშიკი (ოშიდაში), ვაკაკოიუ-გოეიდო (ოშიდაში), ტოჩინოშინი-შოჰოზანი (ჰატაკიკომი), არანი-ტაკეკაძე (კოტენაგე), შოტენრო-გაგამარუ (ცუკიოტოში). ძურიო: კოკაი-კოტოიუკი (ჰატაკიკომი).
II დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-კიოკუტენჰო, კოტოშოგიკუ-ამინიშიკი, ბარუტო-ტოიონოშიმა, ჰარუმაფუჯი-მიოგირიუ, კოტოოშუ-გოეიდო, კაკურიუ-აოიამა, კისენოსატო-ოკინოუმი, ტოჩიოძანი-ვაკაკოიუ, შოჰოზანი-ტაკეკაძე, ტოჩინოშინი-არანი, გაგამარუ-ჰომაშო. ძურიო: კოკაი-ტოსაიუტაკა.
ორმა მოგებით დაიწყო (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"