24 წლის ქართველს ცაცია ტაკეკაძემ აჯობა მძლავრი მიწოლით. ტოჩინოშინს 2-1 ბალანსი აქვს და 11 ივლისს მძიმეწონოსან ტოიოჰიბიკის ხვდება.
სამაგიეროდ, ბაშოზე პირველი გამარჯვება იზეიმა მე-7 მაეგაშირა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი).
200-კილოიანმა ქართველმა ტაკაიასუ დოჰიოდან მაყურებელთა დარბაზში მოისროლა. 11 ივლისს გაგამარუ (1-2) ტოჩინოშინის დამმარცხებელ ტაკეკაძეს დაუდგება. ძურიოს დივიზიონში მეორედ მოიგო კოკაიმ (ლევან ცაგურია).
ბაშოზე დაუმარცხებლად ასპარეზობს დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო, თუმცა ასეთი კიდევ 9 რიკიშია.
III დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ამინიშიკი (ჰატაკიკომი), ბარუტო-ოკინოუმი
IV დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-აოიამა, ჰარუმაფუჯი-კიოკუტენჰო, კოტოოშუ-შოჰოზანი, კაკურიუ-ტოიონოშიმა, კისენოსატო-ამინიშიკი, კოტოშოგიკუ-ოკინოუმი, ბარუტო-გოეიდო, ტოჩიოძანი-მიოგირიუ, ვაკაკოიუ-შოტენრო, გაგამარუ-ტაკეკაძე, ტოჩინოშინი-ტოიოჰიბიკი. ძურიო: კოკაი-ჩიონოკუნი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"