ნაგოიას ბაშო: ლევან გორგაძის პირველი მარცხი და თეიმურაზ ჯუღელის პირველი გამარჯვება

AutoSharing Option
ნაგოიას ბაშოს მესამე დღეს პირველად დამარცხდა აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე).

24 წლის ქართველს ცაცია ტაკეკაძემ აჯობა მძლავრი მიწოლით. ტოჩინოშინს 2-1 ბალანსი აქვს და 11 ივლისს მძიმეწონოსან ტოიოჰიბიკის ხვდება.

სამაგიეროდ, ბაშოზე პირველი გამარჯვება იზეიმა მე-7 მაეგაშირა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი).

200-კილოიანმა ქართველმა ტაკაიასუ დოჰიოდან მაყურებელთა დარბაზში მოისროლა. 11 ივლისს გაგამარუ (1-2) ტოჩინოშინის დამმარცხებელ ტაკეკაძეს დაუდგება. ძურიოს დივიზიონში მეორედ მოიგო კოკაიმ (ლევან ცაგურია).

ბაშოზე დაუმარცხებლად ასპარეზობს დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო, თუმცა ასეთი კიდევ 9 რიკიშია.

III დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ამინიშიკი (ჰატაკიკომი), ბარუტო-ოკინოუმი
(უვატენაგე), ჰარუმაფუჯი-ტოჩიოძანი (შიტატენაგე), კოტოოშუ-ვაკაკოიუ (იორიტაოში), მიოგირიუ-კაკურიუ (ოშიდაში), კისენოსატო-კიოკუტენჰო (იორიკირი), აოიამა-კოტოშოგიკუ (კოტენაგე), გოეიდო-ტოიონოშიმა (ცუკიოტოში), არანი-შოჰოზანი (ცუკიდაში), ტაკეკაძე-ტოჩინოშინი (ოშიდაში), გაგამარუ-ტაკაიასუ (ოშიდაში). ძურიო: კოკაი-იოშიაზუმა (მაკიოტოში).

IV დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-აოიამა, ჰარუმაფუჯი-კიოკუტენჰო, კოტოოშუ-შოჰოზანი, კაკურიუ-ტოიონოშიმა, კისენოსატო-ამინიშიკი, კოტოშოგიკუ-ოკინოუმი, ბარუტო-გოეიდო, ტოჩიოძანი-მიოგირიუ, ვაკაკოიუ-შოტენრო, გაგამარუ-ტაკეკაძე, ტოჩინოშინი-ტოიოჰიბიკი. ძურიო: კოკაი-ჩიონოკუნი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული