ლევან გორგაძემ ნაგოიას ბაშოზე ხუთიდან სამი მოიგო

AutoSharing Option
ნაგოიას ბაშოს მესამედი მიილია და სამი ქართველიდან დადებითი ბალანსი მათში ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ტოჩინოშინს (ლევან გორგაძე) აქვს.

აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირამ მე-3 გამარჯვება მიითვალა მას მერე, რაც შოტენრო იორიკირით დაამარცხა. 13 ივლისს ტოჩინოშინის მეტოქე მე-8 მაეგაშირა იოშიკაძე იქნება.

მე-7 მაეგაშირა გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ მონღოლ ტოკიტენკუსთან დამარცხდა.

ახლა მას 2-3 ბალანსი აქვს. 13 ივლისს გაგამარუ მიაბიამას შეერკინება. დოჰიოზე ორი მძიმეწონოსანი ავა, რომელთა საერთო წონა 390 კილოგრამამდეა!

მეორე დივიზიონ ძურიოში წააგო კოკაიმ (ლევან ცაგურია). "შავ ზღვას" 2-3 ბალანსი
აქვს.

ნაგოიას ბაშოს კვლავ 6 რიკიში ლიდერობს დაუმარცხებლად: დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო, მისი თანამემამულე მონღოლი ოძეკი ჰარუმაფუჯი, ესტონელი გოლიათი ბარუტო და სამი რიგითი მაეგაშირა.

V დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-მიოგირიუ (ჰატაკიკომი), კოტოოშუ-აოიამა (იორიტაოში), კაკურიუ-ვაკაკოიუ (შიტატენაგე), კისენოსატო-ტოიონოშიმა (ოშიდაში), კოტოშოგიკუ-კიოკუტენჰო (იორიკირი), ბარუტო-ამინიშიკი (ოშიდაში), ჰარუმაფუჯი-ოკინოუმი (იორიკირი), გოეიდო-ტოჩიოძანი (სუკუინაგე), ტოჩინოშინი-შოტენრო (იორიკირი), ტოკიტენკუ-გაგამარუ (უვატედაშინაგე). ძურიო: კიტაჰარიმა-კოკაი (ოშიდაში).

სატურნირო მდგომარეობა
5-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ჰარუმაფუჯი (ოძეკი), ბარუტო (ოძეკი), დაიდო (მაეგაშირა 13), მასუნოიამა (მ 13), ჩიოტაირიუ (მ 15)... 3-2: ტოჩინოშინი (მ 4)... 2-3: გაგამარუ (მ 7).

VI დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-ოკინოუმი, კაკურიუ-კიოკუტენჰო, კისენოსატო-აოიამა, კოტოშოგიკუ-შოჰოზანი, ბარუტო-ვაკაკოიუ, ჰარუმაფუჯი-გოეიდო, კოტოოშუ-ტოჩიოძანი, მიოგირიუ-ტოიონოშიმა, ამინიშიკი-ტაკაიასუ, ტაკეკაძე-ჰომაშო, ტოჩინოშინი-იოშიკაძე, გაგამარუ-მიაბიამა. ძურიო: კოკაი-ჩიოოტორი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული