ნაგოიას ბაშოზე სამივე ქართველმა სუმოისტმა მოიგო

AutoSharing Option
ნაგოიას ბაშოზე პირველად სამივე ქართველმა სუმოისტმა მოიგო და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა.

აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) ჰატაკიკომის ილეთით აჯობა ჰომაშოს.

17 ივლისს ტოჩინოშინს უკვე სერიოზული მეტოქე ელის, კომუსუბის რანგის მფლობელი მიოგირიუ. ჩვენებურს დარჩენილ 6 შეხვედრაში 2 გამარჯვებაც ჰყოფნის დადებითი ბალანსის მისაღწევად.

ზუსტად ანალოგიური სატურნირო მდგომარეობა აქვს გაგამარუსაც (თეიმურაზ ჯუღელი), რომელმაც 16 ივლისს იორიკირის ილეთით ტამაასუკა დაამარცხა. 17 ივლისს ჩვენი მძიმეწონოსანი მე-13 მაეგაშირა მასუნოიამას შეხვდება. ძურიოს დივიზიონში კოკაიმ (ლევან ცაგურია) მესამე გამარჯვება იზეიმა.

ბაშოზე თანდათან გამოიკვეთა იმპერატორის თასისთვის მებრძოლი
დუეტი - მონღოლები ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯი 9-0 ბალანსით გაიჭრნენ წინ.

IX დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-გოეიდო (უვატენაგე), ჰარუმაფუჯი-ბარუტო (უვატედაშინაგე), ტოიონოშიმა-კოტოოშუ (კოტენაგე), კისენოსატო-კაკურიუ (ოშიდაში), კოტოშოგიკუ-ვაკაკოიუ (იორიკირი), ტოჩიოძანი-კიოკუტენჰო (უვატედაშინაგე), აოიამა-მიოგირიუ (ჰატაკიკომი), შოჰოზანი-ამინიშიკი (ჰიკიოტოში), ტაკაიასუ-ოკინოუმი (იორიკირი), ტოჩინოშინი-ჰომაშო (ჰატაკიკომი), გაგამარუ-ტამაასუკა (იორიკირი). ძურიო: კოკაი-კიმურაიამა (ოშიდაში).

სატურნირო მდგომარეობა
9-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ჰარუმაფუჯი (ოძეკი).
8-1: კოტოშოგიკუ (ოძეკი), კაისეი (მაეგაშირა 8).
7-2: ბარუტო (ოძეკი), კისენოსატო (ოძეკი), დაიდო (მ 13)... 6-3: ტოჩინოშინი (მ 4), გაგამარუ (მ 7).

X დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-კაკურიუ, ჰარუმაფუჯი-კოტოშოგიკუ, ბარუტო-კოტოოშუ, კისენოსატო-ტოჩიოძანი, ამინიშიკი-გოეიდო, ტოიონოშიმა, კიოკუტენჰო, ტოჩინოშინი-მიოგირიუ, ოკინოუმი-ვაკაკოიუ, აოიამა-შოჰოზანი, ტაკეკაძე-მიაბიამა, გაგამარუ-მასუნოიამა. ძურიო: კოკაი-ჰომარეფუჯი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული