ცუდად წაუვიდა საქმე ძურიოს დივიზიონში მოასპარეზე კოკაის (ლევან ცაგურია) - მან უკვე "დაიბევა" უარყოფითი ბალანსი (მაკე კოში) და ახლა დანარჩენი ორთაბრძოლები გვიჩვენებს, რამდენად დაქვეითდება რეიტინგში. კაჩი კოშის მიღწევა ტოჩინოშინს მიაბიამასთან ორთაბრძოლაში შეუძლია, ხოლო გაგამარუს - ბრაზილიელ კაისეისთან პაექრობაში.
XI დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-კოტოოშუ (იორიკირი), ბარუტო-კაკურიუ (ცურიდაში), ჰარუმაფუჯი-კისენოსატო (იორიკირი),
სატურნირო მდგომარეობა
11-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ჰარუმაფუჯი (ოძეკი)
9-2: კოტოშოგიკუ (ოძეკი), კაისეი (მაეგაშირა 8).
8-3: ბარუტო (ოძეკი), კისენოსატო (ოძეკი), არანი (მ 5), დაიდო (მ 13)... 7-4: ტოჩინოშინი (მ 4), გაგამარუ (მ 7)
XII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ, ჰარუმაფუჯი-კაკურიუ, ბარუტო-კისენოსატო, კოტოოშუ-მიოგირიუ, ტოჩიოძანი-ოკინოუმი, გოეიდო-კიოკუტენჰო, ტოიონოშიმა-ამინიშიკი, აოიამა-ტაკეკაძე, შოჰოზანი-ვაკაკოიუ, ტოჩინოშინი-მიაბიამა, ტაკაიასუ-ტამავაში, გაგამარუ-კაისეი. ძურიო: კოკაი-მასურაუმი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"