ლევან გორგაძე სექტემბრის ბაშოს დიდ ჩემპიონთან ბრძოლით იწყებს

AutoSharing Option
9 სექტემბერს ტოკიოს დარბაზ "რიოგოკუ კოკუგიკანში" წლის მეხუთე სუპერტურნირი - სექტემბრის ბაშო იწყება.

სხვებთან ერთად იმპერატორის თასისთვის ორი ქართველიც იბრძოლებს - 23 წლის ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი), რომელიც ბაშოს დასავლეთის კომუსუბის ტიტულით ეგებება და 24 წლის თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ), ვინც აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირაა.

7 სექტემბერს ცნობილი გახდა პირველი ორი დღის განრიგი, ჩვენებურებს მძიმე დასაწყისი ელით: გაგამარუ აღმოსავლეთის ოძეკის (ანუ ჩემპიონს), კაკურიუს ხვდება, ხოლო ტოჩინოშინი ბრძოლას დიდი ჩემპიონით (ანუ იოკოძუნა) იწყებს, მისი მეტოქე მონღოლი ჰაკუჰოა.

მეორე დღეს ტოჩინოშინი ოძეკი კოტოშოგიკუს ხვდება, ხოლო
გაგამარუს
მეტოქე ბულგარელი ოძეკი კოტოოშუა.

ძურიოს დივიზიონში ასპარეზობს ქართული პროფესიული სუმოს პიონერი ლევან ცაგურია (კოკაი). 31 წლის "შავი ზღვა" დივიზიონის მე-12 ნომერია და ის პირველ დღეს კეიტენკაის დაეჭიდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული