23 წლის ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი), რომელსაც კომუსუბის ტიტულის დაცვა უწევს, დიდ ჩემპიონ ჰაკუჰოს შეხვდა.
ჩვენებური კარიერაში მეოთხედ გახდა კომუსუბი, თუმცა ეს ტიტული ჯერ ვერც ერთხელ ვერ შეინარჩუნა.
მონღოლ იოკოძუნას ტოჩინოშინი მე-13-ედ ხვდებოდა და ერთი მოგებაც არ ჰქონდა. ლევანმა ხერხს მიმართა, დაჯახებისას მარჯვნივ გაიწია, თუმცა ვერ შეძლო ხელში მეტოქის მავაშის მოგდება, რაც არ გასჭირვებია ჰაკუჰოს და დიდმა ჩემპიონმა იოლი გამარჯვება მიითვალა.
24 წლის თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ), რომელიც უკვე
მონღოლმა ქართველი მოხერხებული ილეთით დააგდო დოჰიოზე. ძურიოს დივიზიონში წააგო ლევან ცაგურიამ (კოკაი), რომელიც უარყოფითი ბალანსის შემთხვევაში, ამ დივიზიონიდანაც გავარდება.
I დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ტოჩინოშინი (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-აოიამა (იორიკირი), კისენოსატო-მიოგირიუ (იორიკირი), კოტოშოგიკუ-შოჰოზანი (ოშიდაში), კაისეი-ბარუტო (იორიკირი), კოტოოშუ-არანი (იორიკირი), კაკურიუ-გაგამარუ (უვატედაშინაგე), ჰომაშო-გოეიდო (იორიკირი), ტოიონოშიმა-ამინიშიკი (ოშიდაში), ტოჩიოძანი-ტოიოჰიბიკი (ჰატაკიკომი). ძურიო: კაიტენკაი-კოკაი (ოკურიდაში).
II დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-შოჰოზანი, კისენოსატო-კაისეი, ტოჩინოშინი-კოტოშოგიკუ, ბარუტო-აოიამა, გაგამარუ-კოტოოშუ, კაკურიუ-გოეიდო, ჰარუმაფუჯი-არანი, მიოგირიუ-ჰომაშო, ტოიონოშიმა-ტოიოჰიბიკი, ამინიშიკი-ტოჩიოძანი. ძურიო: კოკაი-ტანზო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"