ლევან ცაგურიამ ტრავმის გამო შესაძლოა სუმოდან წასვლის შესახებ გამოაცხადოს

AutoSharing Option
ტოკიოდან ცუდი ამბავი შევიტყვეთ: ქართული პროფესიული სუმოს პიონერმა ლევან ცაგურიამ (კოკაი) მუხლი დაიზიანა და შემოდგომის ბაშოდან მოიხსნა.

11 სექტემბერს "შავ ზღვას" არავაშისთან მარცხი მიენიჭა. კოკაი ძურიოს დივიზიონის არიერგარდშია. მისთვის უარყოფითი ბალანსი დამღუპველი იქნება, რადგან ელიტის მეორე საფეხურიდან გავარდება, მესამე დივიზიონი (მაკუშიტა) კი სამოყვარულო ლიგაა - 31 წლის ვეტერანი კი ანაზღაურების გარეშე, ალბათ, არ იჭიდავებს.

ეს დაადასტურა კოკაის კლუბის დამრიგებელმა ოიტეკაძემაც: თუკი "შავი ზღვა" 2-3 დღეში ვერ მოირჩენს ტრავმას, სავარაუდოდ, ის სუმოდან წასვლის შესახებ გამოაცხადებს.

ელიტის პირველ დივიზიონ მაკუუჩიში კი 212-კილოგრამიანმა
თეიმურაზ ჯუღელმა
(გაგამარუ) ესტონელი გოლიათი ბარუტო დაამარცხა.

გაგამარუ ჩემპიონს მიაწვა და დოჰიოდან გააგდო, მაგრამ მსაჯებმა მიიჩნიეს, რომ ორივე რიკიში ერთდროულად დაეცა. დაინიშნა განმეორებითი ორთაბრძოლა, რომელშიც ქართველმა უკვე ალალად გაიმარჯვა. გაგამარუს 1-2 ბალანსი აქვს. ეს ამ ბაშოზე ჩვენებურთა პირველი წარმატებაა.

კომუსუბი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) კვლავ დამარცხდა, ამჯერად ჩემპიონ კაკურიუსთან. მას 0-3 ბალანსი აქვს.

III დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-კაისეი (შიტატენაგე), ჰომაშო-კოტოშოგიკუ (უვატედაშინაგე), გაგამარუ-ბარუტო (იორიკირი), გოეიდო-კოტოოშუ (ოშიდაში), კაკურიუ-ტოჩინოშინი (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-შოჰოზანი (იორიკირი), კისენოსატო-არანი (ოშიდაში), მიოგირიუ-აოიამა (იორიკირი), ტაკეკაძე-ტოიონოშიმა (ცუკიოტოში), ამინიშიკი-ტოკიტენკუ (ოშიდაში). ძურიო: არავაში-კოკაი (უბრძოლველად).

IV დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-არანი, ბარუტო-მიოგირიუ, კოტოოშუ-შოჰოზანი, კაკურიუ-ჰომაშო, ჰარუმაფუჯი-კაისეი, ტოჩინოშინი-კისენოსატო, გაგამარუ-კოტოშოგიკუ, აოიამა-გოეიდო, ტოიონოშიმა-ტოჩიოძანი, ტოიოჰიბიკი-ტაკეკაძე.

კოკაის ბედი 2-3 დღეში გაირკვევა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული