ქართველი მონღოლს მეოთხედ ხვდება, ჯერჯერობით ჰაკუჰო მას დამარცხებული არ ჰყავს. 13 სექტემბერს გაგამარუმ ოძეკი კისენოსატოსთან წააგო და 2-3 ბალანსი გაუხდა.
კომუსუბის ტიტულს კარგავს ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე). მას წაგებების ლიმიტი მალე ამოეწურება, თუ ასე გააგრძელა.
ჯერჯერობით ტოჩინოშინმა ხუთივე ორთაბრძოლა დათმო და ყველა იორიკირის ილეთით. ლევან ცაგურია (კოკაი) არც დღევანდელ განაცხადშია.
V დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-აოიამა (ცუკიოტოში), ტოიონოშიმა-კოტოოშუ (სუკუინაგე), კაკურიუ-არანი (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-ტოჩინოშინი (იორიკირი), კისენოსატო-გაგამარუ (იორიკირი), მიოგირიუ-შოჰოზანი (ჰატაკიკომი), კაისეი-გოეიდო (უვატენაგე),
სატურნირო მდგომარეობა
5-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ჰარუმაფუჯი (ოძეკი), კისენოსატო (ოძეკი), ოკინოუმი (მაეგაშირა 8), ტაკაიასუ (მ 9), კიოკუტენჰო (მ 11)... 2-3: გაგამარუ (მ 2)... 0-5: ტოჩინოშინი.
VI დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-გაგამარუ, კაკურიუ-აოიამა, ჰარუმაფუჯი-ჰომაშო, კისენოსატო-ტოიონოშიმა, კოტოოშუ-კაისეი, ტოჩინოშინი-გოეიდო, მიოგირიუ-არანი, შოჰოზანი-ტოიოჰიბიკი, ამინიშიკი-ტაკეკაძე, ტოჩიოძანი-მასუნოიამა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"