0-6 ბალანსი ქართველისთვის კარიერის ანტირეკორდის გამეორებაა, ტიტულის შესანარჩუნებლად კი მან დარჩენილი 9 ორთაბრძოლიდან 8 უნდა მოიგოს და ცოტა არ იყოს, გვეეჭვება, ლევანმა ეს შეძლოს.
დამარცხდა გაგამარუც (თეიმურაზ ჯუღელი), თუმცა 212-კილოგრამიან ქართველს დიდი ჩემპიონი ჰყავდა მეტოქედ და წარმატების შანსი ძალზე მცირე იყო - ჰაკუჰომ ჩვენებური მაყურებელთა დარბაზში მოისროლა (იხილეთ ვიდეო).
გაგამარუს 2-4 ბალანსი აქვს და 15 სექტემბერს დიდი ჩემპიონის სტატუსის კანდიდატ
ძურიოს დივიზიონში არ დაბრუნებულა ტრავმირებული კოკაი (ლევან ცაგურია).
VI დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები):
ჰაკუჰო-გაგამარუ (სუკუინაგე), კაკურიუ-აოიამა (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-ჰომაშო (ჰატაკიკომი), კისენოსატო-ტოიონოშიმა (ოშიდაში), კაისეი-კოტოოშუ (უბრძოლველად), გოეიდო-ტოჩინოშინი (შიტატენაგე), მიოგირიუ-არანი (ოშიდაში), შოჰოზანი-ტოიოჰიბიკი (უვატენაგე), ამინიშიკი-ტაკეკაძე (ცუკიოტოში), ტოჩიოძანი-მასუნოიამა (კატასუკაში).
სატურნირო მდგომარეობა
6-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ჰარუმაფუჯი (ოძეკი), კისენოსატო (ოძეკი), ტაკაიასუ (მაეგაშირა 9), კიოკუტენჰო (მ 11)... 2-4: გაგამარუ (მ 2)... 0-6: ტოჩინოშინი.
VII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები):
ჰაკუჰო-ჰომაშო, გაგამარუ-ჰარუმაფუჯი, კისენოსატო-აოიამა, კაკურიუ-შოჰოზანი, მიოგირიუ-კაისეი, გოეიდო-არანი, ტოჩინოშინი-ტოიონოშიმა, ამინიშიკი-მიაბიამა, ტოიოჰიბიკი-ტოკიტენკუ, ტაკეკაძე-ტოჩიოძანი.
დიდ ჩემპიონთან გაგამარუც დამარცხდა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"