ტრავმირებულ ქართველს 0-8 ბალანსი აქვს და ის აუცილებლად დაქვეითდება მესამე დივიზიონ მაკუშიტაში, სადაც ჭიდაობას ის, სავარაუდოდ, არ მოისურვებს.
ველით, რომ უახლოეს დღეებში "შავი ზღვა" 11-წლიანი პროფესიული კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადებს.
შაბათ-კვირას ზედიზედ ორი ორთაბრძოლა მოიგო დასავლეთის კომუსუბი ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) და ტიტულის შენარჩუნების შანსიც გაუჩნდა. ტოჩინოშინს 2-6 ბალანსი აქვს, ისევე, როგორც გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი), რომელმაც უქმეებზე ორივე ორთაბრძოლა წააგო.
სექტემბრის ბაშოს 5 რიკიში
VII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ჰომაშო (ჰატაკიკომი), ჰარუმაფუჯი-გაგამარუ (ოშიდაში), კისენოსატო-აოიამა (შიტატენაგე), კაკურიუ-შოჰოზანი (ჰატაკიკომი), მიოგირიუ-კაისეი (ოშიდაში), გოეიდო-არანი (იორიტაოში), ტოჩინოშინი-ტოიონოშიმა (ცურიოტოში), ამინიშიკი-მიაბიამა (ოშიდაში), ტოჩიოძანი-ტაკეკაძე (ჰატაკიკომი).
VIII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ტოიონოშიმა (იორიკირი), კისენოსატო-შოჰოზანი (უვატენაგე), კაკურიუ-ამინიშიკი (ოშიდაში), ჰარუმაფუჯი-მიოგირიუ (კუბინაგე), გოეიდო-გაგამარუ (უვატენაგე), ტოჩინოშინი-არანი (იორიკირი), აოიამა-კაისეი (ჰიკიოტოში), ტოჩიოძანი-ჰომაშო (ოშიდაში), ტაკაიასუ-ჩიოტაირიუ (ცუკიდაში).
სატურნირო მდგომარეობა
8-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ჰარუმაფუჯი (ოძეკი), კისენოსატო (ოძეკი), ტაკაიასუ (მაეგაშირა 9), კიოკუტენჰო (მ 11).
7-1: კაკურიუ (ოძეკი), ოკინოუმი (მ 8)... 2-6: ტოჩინოშინი (კომუსუბი), გაგამარუ (მ 2).
IX დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-ამინიშიკი, კაკურიუ-მაიოგირიუ, ჰარუმაფუჯი-ტოიონოშიმა, კისენოსატო-ჰომაშო, გოეიდო-შოჰოზანი, არანი-აოიამა, ტოჩინოშინი-კაისეი, გაგამარუ-მასუნოიამა, კიოკუტენჰო-ტოჩიოძანი, ტაკაიასუ-ოკინოუმი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"