18 სექტემბერს გაგამარუ ტოიონოშიმას დაეჭიდება.
კომუსუბის ტიტულს კარგავს ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი). ჩვენებურმა 17 სექტემბერს ბრაზილიელ კაისეისთან წააგო და ლიმიტი ამოწურა - ახლა ტიტულის შესანარჩუნებლად მან დარჩენილი ექვსი ორთაბრძოლა უნდა მოიგოს, მათ შორის დღეს, 18 სექტემბერს, სეკივაკე მიოგირიუს წინააღმდეგ.
ბაშოს დაუმარცხებლად სამი სუმოისტი ლიდერობს - დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო, ჩემპიონი ჰარუმაფუჯი და რიგითი მაეგაშირა კიოკუტენჰო - სამივე მონღოლია.
IX დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები):
ჰაკუჰო-ამინიშიკი
სატურნირო მდგომარეობა
9-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ჰარუმაფუჯი (ოძეკი), კიოკუტენჰო (მაეგაშირა 11).
8-1: კისენოსატო (ოძეკი), ოკინოუმი (მ 8), ტაკაიასუ (მ 9)... 3-6: გაგამარუ (მ 2)... 2-7: ტოჩინოშინი (კომუსუბი).
X დღე (მნიშვნელოვანი წყვილები):
ჰაკუჰო-ტოჩიოძანი, ჰარუმაფუჯი-ტაკაიასუ, კისენოსატო-გოეიდო, კაკურიუ-კიოკუტენჰო, ტოჩინოშინი-მიოგირიუ, აოიამა-შოჰოზანი, კაისეი-ტოიოჰიბიკი, გაგამარუ-ტოიონოშიმა, არანი-ტოკიტენკუ, ჰომაშო-იოშიკაძე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"