ქართველებისთვის წაგება აღარ შეიძლება

AutoSharing Option
შემოდგომის ბაშოს ორი მესამედი გავიდა და ელიტაში მოჭიდავე ორივე ქართველმა ამოწურა წაგებათა ლიმიტი. ახლა მორიგი მარცხი თითოეული მათგანისთვის უარყოფითი ბალანსის დაბევების ტოლფასი იქნება.

ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) კომუსუბის ტიტულის დაკარგვის საფრთხის წინაშეა. ამიტომ ჩვენებური გააფთრებით იბრძვის. 18 სექტემბერს მან უფრო მაღალი რანგის რიკიში მიოგირიუ დაამარცხა. გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) კი ტოიონოშიმასთან ორთაბრძოლის ბოლო მომენტში დაუშვა შეცდომა. ქართველმა კიდესთან მიიყვანა მეტოქე, მაგრამ მას მხარი დაანება და ტოიონოშიმამაც კატასუკაშის ილეთით გაიმარჯვა.

18 სექტემბერს პირველად დამარცხდა დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო. თანაც, მონღოლს რიგითმა მაეგაშირამ აჯობა -
ტოჩიოძანმა
- იოკოძუნამ ვერ გათვალა შეტევის სიმძლავრე და თავად დაეცა დოჰიოზე. ბაშოს ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს - მონღოლი ოძეკი ჰარუმაფუჯი, რომელმაც ყველა (10-ივე) ბრძოლა მოიგო.

X დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ტოჩიოძანი-ჰაკუჰო (ჰატაკიკომი), ჰარუმაფუჯი-ტაკაიასუ (შიტატენაგე), კისენოსატო-გოეიდო (სუკუინაგე), კაკურიუ-კიოკუტენჰო (ცურიდაში), ტოჩინოშინი-მიოგირიუ (იორიტაოში), აოიამა-შოჰოზანი (ჰატაკიკომი), კაისეი-ტოიოჰიბიკი (ოშიდაში), ტოიონოშიმა-გაგამარუ (კატასუკაში), ტოკიტენკუ-არანი (იორიკირი), ჰომაშო-იოშიკაძე (იორიკირი).

სატურნირო მდგომარეობა

10-0: ჰარუმაფუჯი (ოძეკი)
9-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კისენოსატო (ოძეკი), კიოკუტენჰო (მაეგაშირა 11).
8-2: კაკურიუ (ოძეკი), ოკინოუმი (მ 8), ტაკაიასუ (მ 9)... 3-7:: ტოჩინოშინი (კომუსუბი), გაგამარუ (მ 2).

XI დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-გოეიდო, ამინიშიკი-კისენოსატო, კაკურიუ-კაისეი, ჰარუმაფუჯი-ოკინოუმი, მიოგირიუ-ტოჩიოძანი, გაგამარუ-აოიამა, ტოჩინოშინი-შოჰოზანი, ტოიონოშიმა-არანი, ჰომაშო-კიოკუტენჰო, ტოიოჰიბიკი-ტაკაიასუ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ისე კოკაი რას შვრება???
idioma
11:03 20-09-2012
0

სიახლეები პოპულარული