ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) კომუსუბის ტიტულის დაკარგვის საფრთხის წინაშეა. ამიტომ ჩვენებური გააფთრებით იბრძვის. 18 სექტემბერს მან უფრო მაღალი რანგის რიკიში მიოგირიუ დაამარცხა. გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) კი ტოიონოშიმასთან ორთაბრძოლის ბოლო მომენტში დაუშვა შეცდომა. ქართველმა კიდესთან მიიყვანა მეტოქე, მაგრამ მას მხარი დაანება და ტოიონოშიმამაც კატასუკაშის ილეთით გაიმარჯვა.
18 სექტემბერს პირველად დამარცხდა დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო. თანაც, მონღოლს რიგითმა მაეგაშირამ აჯობა -
X დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ტოჩიოძანი-ჰაკუჰო (ჰატაკიკომი), ჰარუმაფუჯი-ტაკაიასუ (შიტატენაგე), კისენოსატო-გოეიდო (სუკუინაგე), კაკურიუ-კიოკუტენჰო (ცურიდაში), ტოჩინოშინი-მიოგირიუ (იორიტაოში), აოიამა-შოჰოზანი (ჰატაკიკომი), კაისეი-ტოიოჰიბიკი (ოშიდაში), ტოიონოშიმა-გაგამარუ (კატასუკაში), ტოკიტენკუ-არანი (იორიკირი), ჰომაშო-იოშიკაძე (იორიკირი).
სატურნირო მდგომარეობა
10-0: ჰარუმაფუჯი (ოძეკი)
9-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კისენოსატო (ოძეკი), კიოკუტენჰო (მაეგაშირა 11).
8-2: კაკურიუ (ოძეკი), ოკინოუმი (მ 8), ტაკაიასუ (მ 9)... 3-7:: ტოჩინოშინი (კომუსუბი), გაგამარუ (მ 2).
XI დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-გოეიდო, ამინიშიკი-კისენოსატო, კაკურიუ-კაისეი, ჰარუმაფუჯი-ოკინოუმი, მიოგირიუ-ტოჩიოძანი, გაგამარუ-აოიამა, ტოჩინოშინი-შოჰოზანი, ტოიონოშიმა-არანი, ჰომაშო-კიოკუტენჰო, ტოიოჰიბიკი-ტაკაიასუ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"