ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) კომუსუბის ტიტულს დაკარგავს, რადგან მე-8 მარცხი იწვნია შოჰოზანთან ორთაბრძოლაში. შეგახსენებთ, რომ ლევანი ამ ტიტულს კარიერაში მეოთხე ბაშოზე ატარებდა და ისევე, როგორც წინა სამ შემთხვევაში, მისი შენარჩუნება ვერცერთხელ შეძლო.
გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი) ბულგარელმა კომუსუბი აოიამამ აჯობა იორიკირის ილეთით. მისთვისაც მე-8 მარცხი
შემოდგომის ბაშოს 11-დან 11 მოგებით მონღოლი ოძეკი ჰარუმაფუჯი ლიდერობს ერთპიროვნულად. მას ორი უახლოესი მდევარი ჰყავს, ორივე მისი თანამემამულე - დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო და რიგითი მაეგაშირა, ვეტერანი კიოკუტენჰო. მათ თითო მოგებით ნაკლები აქვთ.
XI დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-გოეიდო (იორიკირი), ამინიშიკი-კისენოსატო (იორიკირი), კაკურიუ-კაისეი (უვატენაგე), ჰარუმაფუჯი-ოკინოუმი (უვატენაგე), მიოგირიუ-ტოჩიოძანი (ოშიდაში), აოიამა-გაგამარუ (იორიკირი), შოჰოზანი-ტოჩინოშინი (ოშიდაში), არანი-ტოიონოშიმა (ჰატაკიკომი), კიოკუტენჰო-ჰომაშო (ჰატაკიკომი), ტაკაიასუ-ტოიოჰიბიკი (უვატენაგე).
სატურნირო მდგომარეობა
11-0: ჰარუმაფუჯი (ოძეკი)
10-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კიოკუტენჰო (მაეგაშირა 11).
9-2: კისენოსატო (ოძეკი), კაკურიუ (ოძეკი), ტაკაიასუ (მ 9)... 3-8:: ტოჩინოშინი (კომუსუბი), გაგამარუ (მ 2).
XII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-მიოგირიუ, კაკურიუ-ტოჩიოძანი, ჰარუმაფუჯი-გოეიდო, კისენოსატო-ტოიოჰიბიკი, ტოჩინოშინი-გაგამარუ, აოიამა-ტოიონოშიმა, კაისეი-ტაკეკაძე, ამინიშიკი-ჰომაშო, კიოკუტენჰო-ტაკაიასუ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"