გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) ორთაბრძოლაში არაფერი დაუთმო ოს არანს და სუპერტურნირზე მე-4 გამარჯვება მიითვალა.
გაგამარუს 4-9 ბალანსი აქვს, ეს კი მაინც ძალზე ცუდი შედეგია და ვერ გამოსწორდება.
ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ჰომაშოსთან დამარცხდა და ბალანსი ზუსტად ისეთი აქვს, როგორიც მის თანამემამულეს.
22 სექტემბერს გაგამარუ შოჰოზანს, ხოლო ტოჩინოშინი ტოიოჰიბიკის ხვდება.
13-დან 13 გამარჯვებით ბაშოს ერთპიროვნულად ლიდერობს ოძეკი ჰარუმაფუჯი. ალბათ, ყველაფერი ასპარეზობის ბოლო დღეს (23 სექტემბერს) გადაწყდება, როცა ერთმანეთის პირისპირ ჰარუმაფუჯი და
XIII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-კაკურიუ (ოშიდაში), ჰარუმაფუჯი-კისენოსატო (იორიკირი), მიოგირიუ-კიოკუტენჰო (იორიკირი), გოეიდო-ამინიშიკი (კუბინაგე), ტოიოჰიბიკი-აოიამა (ოშიდაში), ჰომაშო-ტოჩინოშინი (იორიკირი), შოჰოზანი-კაისეი (იორიკირი), გაგამარუ-არანი (იორიტაოში), ტოჩიოძანი-ტაკაიასუ (იორიტაოში).
სატურნირო მდგომარეობა
13-0: ჰარუმაფუჯი (ოძეკი)
12-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა)
10-3: კისენოსატო (ოძეკი), კაკურიუ (ოძეკი), ტაკაიასუ (მაეგაშირა 9), კიოკუტენჰო (მ 11)... 4-9:: ტოჩინოშინი (კომუსუბი), 3-9: გაგამარუ (მ 2).
XIV დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო- კისენოსატო, ჰარუმაფუჯი-კაკურიუ, გოეიდო-ტოჩიოძანი, მიოგირიუ-ტაკეკაძე, ტოჩინოშინი-ტოიოჰიბიკი, ჰომაშო-აოიამა, კაისეი-მასუნოიამა, გაგამარუ-შოჰოზანი, ტაკაიასუ-ამინიშიკი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"