"შავმა ზღვამ" სექტემბრის ტურნირის დროს სპორტული კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. დღეიდან სუმოს სამყაროს ორი დიდი ჩემპიონი ჰყავს ოფიციალურად, ორივე მონღოლი ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯი. ოძეკის (ჩემპიონი) ტიტულით იასპარეზებენ: კაკურიუ, კისენოსატო, კოტოშოგიკუ, კოტოოშუ და ბარუტო.
ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) ოფიციალურად დაკარგა კომუსუბის ტიტული. 24 წლის ქართველი დღეიდან აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირაა, ხოლო თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) - აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირა.
წლის ბოლო, ნოემბრის ბაშო 11-25 რიცხვებში ფუკუოკაში გაიმართება.