ესტონელი ჩემპიონის ტიტულს კარგავს, ქართველ სუმოისტთა მოგება-წაგება

AutoSharing Option
13 ნოემბერს კიუშუს ბაშოზე პირველი გამარჯვება იზეიმა მე-7 მაეგაშირა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი). მან ოშიდაშით აჯობა მე-4 მაეგაშირა ტაკაიასუს. ელიტის ყველაზე მძიმე სუმოისტს 1-2 ბალანსი აქვს. 14 ნოემბერს მისი მეტოქე მე-9 მაეგაშირა შოტენროა.

ზედიზედ მეორედ დამარცხდა ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე). ქართველს ბულგარელმა ოძეკი კოტოოშუმ აჯობა. ტოჩინოშინსაც 1-2 ბალანსი აქვს და დღეს იგი მე-4 მაეგაშირა მასუნოიამას დაეჭიდება.

კიუშუს ბაშოდან ორი სუმოისტი მოიხსნა ტრავმების გამო - ესტონელი ოძეკი ბარუტო და მონღოლი ასასეკირიუ. შოჰოზანთან პაექრობისას ბარუტომ კუნთი გაიწყვიტა, ამიტომ მისი დაბრუნება ამ ბაშოზე თითქმის გამორიცხულია.

ამიტომ ბარუტო ოძეკის ტიტულს დაკარგავს და მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიბრუნებს, თუკი იანვრის ბაშოზე 15-დან სულ მცირე, 10 ორთაბრძოლას მოიგებს.

III დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ოკინოუმი (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-ტოჩიოძანი (იორიკირი), კოტოშოგიკუ-კაისეი (უვატენაგე), კოტოოშუ-ტოჩინოშინი (იორიკირი), გოეიდო-ბარუტო (უბრძოლველად), კაკურიუ-შოჰოზანი (ოკურიდაში), კისენოსატო-ჰომაშო (იორიკირი), ამინიშიკი-მიოგირიუ (ოშიტაოში), კიოკუტენჰო-ტაკეკაძე (უვატენაგე), გაგამარუ-ტაკაიასუ (ოშიდაში).

IV დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-კაისეი, ჰარუმაფუჯი-შოჰოზანი, კოტოოშუ-ტაკეკაძე, კაკურიუ-ჰომაშო, კისენოსატო-ტოჩიოძანი, კოტოშოგიკუ-ოკინოუმი, გოეიდო-ამინიშიკი, მიოგირიუ-ტაკაიასუ, ტოჩინოშინი-მასუნოიამა, გაგამარუ-შოტენრო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს რა არის ინგლისური რომ წერია სათაურის ქვემოთ და ქართული არა. აქ საქართველოა თუ ამერიკის შტატი გეორგია?
giorgia
13:15 19-03-2014
0

სიახლეები პოპულარული