ლევან გორგაძე დიდ ჩემპიონთან ვერას გახდა და მეხუთე მარცხი იწვინა

AutoSharing Option
ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) დიდ ჩემპიონთან ვერას გახდა - ჰარუმაფუჯიმ ჯერ ყელში წაუჭირა ხელი მას და ცაციათი დოჰიოს კიდემდე მიიყვანა, შემდეგ მავაში მოიგდო ხელთ და იორიკირის ილეთი განახორციელა.

ეს ლევანის მე-5 მარცხია ბაშოზე. დღეს მას კიდევ ერთი დიდი ჩემპიონი, ჰაკუჰო ელის.

წააგო გაგამარუმაც (თეიმურაზ ჯუღელი), ვისაც მე-10 მაეგაშირა იკიოიმ აჯობა. ქართველ მძიმეწონოსანს 2-4 ბალანსი აქვს და დღეს მე-12 მაეგაშირა ვაკაკოიუს ხვდება.

კიუშუს ბაშოს ორი დაუმარცხებელი სუმოისტიღა დარჩა - მონღოლი ჰაკუჰო და სეკივაკე გოეიდო.

კიუშუს ბაშო. 11-25 ნოემბერი
VI დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები):
ჰარუმაფუჯი-ტოჩინოშინი (იორიკირი), ჰაკუჰო-შოჰოზანი (ჰატაკიკომი), გოეიდო-კისენოსატო (იორიტაოში), კოტოშოგიკუ-ამინიშიკი (იორიკირი), კოტოოშუ-კაკრიუ (ოშიდაში), მიოგირიუ-ოკინოუმი (იორიკირი), ჰომაშო-კაისეი (უვატედაშინაგე), ტოჩიოძანი-ტაკაიასუ (კატასუკაში), ტოიოჰიბიკი-ტაკეკაძე (იორიკირი), იკიოი-გაგამარუ (იორიკირი).

სატურნირო მდგომარეობა
6-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), გოეიდო (ოძეკი).
5-1: ჰარუმაფუჯი (ოძეკი), კოტოშოგიკუ (ოძეკი), კოტოოშუ (ოძეკი), ტოიონოშიმა (მაეგაშირა 6), იკიოი (მ 10), იოშიკაძე (მ 10), ვაკანოსატო (მ 12), ჩიოტაირიუ (მ 15)... 2-4: გაგამარუ (მ 7)... 1-5: ტოჩინოშინი (მ 3).

VII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-ტოჩინოშინი, ჰარუმაფუჯი-ტაკეკაძე, კოტოშოგიკუ-კაკურიუ, კოტოოშუ-ოკინოუმი, კისენოსატო-მიოგირიუ, გოეიდო-ჰომაშო, ამინიშიკი-ტოჩიოძანი, კაისეი-შოჰოზანი, ტოიოჰიბიკი-ტაკაიასუ, გაგამარუ-ვაკაკოიუ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული