19 ნოემბერს ქართველმა ოძეკი კაკურიუსგან გადამწყვეტი, მე-8 მარცხი იგემა და ახლა ვერაფრით გამოასწორებს სიტუაციას.
სამაგიეროდ, ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი). მან ჩიონოკუნის აჯობა და კიუშუს ბაშოზე პირველად გაუხდა დადებითი ბალანსი.
ნოემბრის ბაშოს უკვე ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს - მხოლოდ დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ მოახერხა ცხრავე ორთაბრძოლის მოგება.
VIII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-მიოგირიუ (იორიტაოში), ჰარუმაფუჯი-გოეიდო (იორიკირი), კაკურიუ-ტოჩინოშინი (იორიკირი), კისენოსატო-აოიამა (უბრძოლველად), კოტოშოგიკუ-შოჰოზანი (იორიკირი), კოტოოშუ-ჰომაშო (კოტენაგე), ამინიშიკი-ოკინოუმი (უჩარი), ტოჩიოძანი-ტოიოჰიბიკი (იორიტაოში), კაისეი-დაიდო (იორიკირი),
სატურნირო მდგომარეობა
9-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა).
8-1: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), გოეიდო (სეკივაკე), ტოიონოშიმა (მაეგაშირა 6)... 5-4: გაგამარუ (მ 7)... 1-8: ტოჩინოშინი (მ 3).
IX დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-გოეიდო, ჰარუმაფუჯი-ტოიონოშიმა, კისენოსატო-კოტოოშუ, კოტოშოგიკუ-მასუნოიამა, კაკურიუ-ტაკეკაძე, მიოგირიუ-შოჰოზანი, ამინიშიკი-ჰომაშო, ოკინოუმი-ტოჩიოძანი, ტოჩინოშინი-დაიდო, გაგამარუ-იოშიაზუმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"