თეიმურაზ ჯუღელს დადებითი ბალანსისთვის სამი მოგება სჭირდება

AutoSharing Option
წლის უკანასკნელ ბაშოზე ორი მესამედი გაილია - დადებითი ბალანსისთვის ბრძოლას ერთი ქართველი აგრძელებს, მე-7 მაეგაშირა გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი), რომელიც ყველაზე მძიმეა ელიტაში (212 კგ).

20 ნოემბერს გაგამარუმ მოულოდნელი მარცხი იგემა აუტსაიდერ იოშიაზუმასთან. ჩვენებურს 5-5 ბალანსი აქვს და დარჩენილი 5 ორთაბრძოლიდან 3 უნდა მოიგოს, რომ რეიტინგში წაიწიოს. მისი დღევანდელი მეტოქე ფუჯიაზუმაა (5-5).

მე-3 მაეგაშირა ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) რეიტინგში უკან დაიხევს, მიუხედავად 20 ნოემბრის გამარჯვებისა დაიდოს წინააღმდეგ, რომელიც ქართველისთვის მხოლოდ მე-2 იყო ბაშოზე. 21 ნოემბერს ტოჩინოშინი მე-4 მაეგაშირა ტაკაიასუს დაეჭიდება.

10 გამარჯვებით
ერთპიროვნული ლიდერი კვლავ მონღოლი დიდი ჩემპიონი ჰაკუჰოა.

IX დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-გოეიდო (ჰატაკიკომი), ჰარუმაფუჯი-ტოიონოშიმა (შიტატენაგე), კოტოოშუ-კისენოსატო (იორიტაოში), მასუნოიამა-კოტოშოგიკუ (ცუკიოტოში), კაკურიუ-ტაკეკაძე (ჰატაკიკომი), შოჰოზანი-მიოგირიუ (კოტენაგე), ამინიშიკი-ჰომაშო (იორიკირი), ტოჩიოძანი-ოკინოუმი (უბრძოლველად), ტოჩინოშინი-დაიდო (იორიკირი), იოშიაზუმა-გაგამარუ (ცუკიოტოში).

სატურნირო მდგომარეობა
10-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა).
9-1: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა).
8-2: გოეიდო (სეკივაკე), ჩიოტაირიუ (მაეგაშირა 15)... 5-5: გაგამარუ (მ 7)... 2-8: ტოჩინოშინი (მ 3).

X დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-კოტოოშუ, ჰარუმაფუჯი-კოტოშოგიკუ, კაკურიუ-მიოგირიუ, კისენოსატო-ტოიოჰიბიკი, გოეიდო-ტოჩიოძანი, ამინიშიკი-კაისეი, ჰომაშო-შოჰოზანი, ტოჩინოშინი-ტაკაიასუ, ტაკეკაძე-დაიდო, გაგამარუ-ფუჯიაზუმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული