ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე), რაც უარყოფითი ბალანსი გაიფორმა, ზედიზედ მეორედ მოიგო. მან მე-4 მაეგაშირა ტაკაიასუ დაამარცხა. ქართველს 3-8 ბალანსი აქვს.
გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) 21 ნოემბერს მე-13 მაეგაშირა ფუჯიაზუმას აჯობა. მას 6-5 ბალანსი აქვს და ორი მოგებაღა აშორებს მიზანს.
20 ნოემბერს მოხდა ის, რაც დიდი ხანია აღარ ყოფილა - ორივე დიდმა ჩემპიონმა წააგო, როგორც ჰაკუჰომ, ისე მისმა მონღოლმა თანამემამულე ჰარუმაფუჯიმ და იმპერატორის
XI დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): კოტოოშუ-ჰაკუჰო (იორიკირი), კოტოშოგიკუ-ჰარუმაფუჯი (ჰატაკიკომი), მიოგირიუ-კაკურიუ (ოშიდაში), კისენოსატო-ტოიოჰიბიკი (ოკურიდაში), ტოჩიოძანი-გოეიდო (შიტატენაგე), კაისეი-ამინიშიკი (უშირომოტარე), შოჰოზანი-ჰომაშო (ოშიდაში), ტოჩინოშინი-ტაკაიასუ (სუკუინაგე), ტაკეკაძე-დაიდო (ჰატაკიკომი), გაგამარუ-ფუჯიაზუმა (იორიტაოში).
სატურნირო მდგომარეობა
10-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა).
9-2: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), ჩიოტაირიუ (მაეგაშირა 15).
8-3: კისენოსატო (ოძეკი), კოტოოშუ (ოძეკი), გოეიდო (სეკივაკე), ტოჩიოძანი (მ 1), კიოკუტენჰო (მ 6), ტოიონოშიმა (მ 6)... 6-5: გაგამარუ (მ 7)... 3-8: ტოჩინოშინი (მ 3).
XII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ, ჰარუმაფუჯი-მიოგირიუ, კოტოოშუ-ტოჩიოძანი, კაკურიუ-ამინიშიკი, კისენოსატო-მასუნოიამა, გოეიდო-შოჰოზანი, ტოჩინოშინი-ჰომაშო, კაისეი-ტაკეკაძე, გაგამარუ-მიაბიამა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"