საამისოდ მან დარჩენილი სამი ორთაბრძოლიდან ერთი მაინც უნდა მოიგოს. გაგამარუს ბოლოდროინდელ ფორმას თუ გავითვალისწინებთ, ეს ძალზე სავარაუდოა.
22 ნოემბერს მან ვეტერან მიაბიამას იორიკირის ილეთით აჯობა ელიტის მძიმეწონოსანთა პაექრობაში (გაგამარუ 212 კილოგრამს იწონის, მიაბიამა კი - 183-ს). ჩვენებურს 7-5 ბალანსი გაუხდა და 23 ნოემბერს დოჰიოზე მე-11 მაეგაშირა ასაჰიშოს ელის.
2012 წელი გაგამარუსთვის ძალზე წარმატებული გამოდგა,
22 ნოემბერს მე-3 მაეგაშირა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) კომუსუბი ჰომაშოსთან წააგო და ბალანსი 3-9 გაუხდა.
ბაშოს კი 11 მოგებით დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო ლიდერობს. უახლოეს მდევრებს მონღოლი სუმოისტი უკვე 2-2 მოგებით უსწრებს.
XII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ (შიტატენაგე),მიოგირიუ-ჰარუმაფუჯი (სუკუინაგე), ტოჩიოძანი-კოტოოშუ (იორიკირი),ამინიშიკი-კაკურიუ (იორიკირი), კისენოსატო-მასუნოიამა (იორიტაოში), შოჰოზანი-გოეიდო (სუკუინაგე),ჰომაშო-ტოჩინოშინი (უვატედაშინაგე), კაისეი-ტაკეკაძე (იორიკირი), გაგამარუ-მიაბიამა (იორიკირი).
სატურნირო მდგომარეობა
11-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა).
9-3: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), კისენოსატო (ოძეკი), ტოჩიოძანი (მაეგაშირა 1), კიოკუტენჰო (მ 6), ჩიოტაირიუ (მ 15)... 7-5: გაგამარუ (მ 7)... 3-9: ტოჩინოშინი (მ 3).
XIII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-კისენოსატო, ჰარუმაფუჯი-კაკურიუ, მიოგირიუ-კოტოშოგიკუ, კოტოოშუ-გოეიდო, ტოჩინოშინი-ამინიშიკი, ჰომაშო-ტაკეკაძე, ტოჩიოზანი-კიოკუტენჰო, შოჰოზანი-ჩიოტაირიუ, გაგამარუ-ასაჰიშო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"