გაგამარუ მე-4 მაეგაშირაა, ტოჩინოშინი მე-6, ჯუღელი 212 კილოგრამს იწონის, გორგაძე კი - 161-ს. მიუხედავად ამ ორი უპირატესობისა, გამარჯვებული ტოჩინოშინი დარჩა. მან უვატედაშინაგეს ილეთით რამდენიმე წამში იმარჯვა.
ტოჩინოშინი, რომელსაც 2-0 ბალანსი აქვს, ბაშოს III დღეს მასუნოიამას დაუპირისპირდება, რომელსაც პირველად ნოემბერში შეხვდა და დამარცხდა.
გაგამარუს (1-1) მეტოქე მონღოლი ვეტერანი კიოკუტენჰოა. ქართველისთვის ის ძალზე მოუხელთებელი მეტოქეა, 7 დაპირისპირებიდან 5 მოუგო.
Video
გაგამარუ VS ტოჩინოშინი - ქართველი სუმოისტების დუელი
ასევე იხილეთ:
ტოკიოში ქართულ დუელს ველით: გაგამარუ VS ტოჩინოშინი