ლევან გორგაძე იანვრის ბაშოზე დაუმარცხებელია [VIDEO]

AutoSharing Option
ტოკიოში სუმოს წლის პირველი სუპერტურნირის, ჰაცუ ბაშოს დაწყებიდან სამი დღე გავიდა და ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) დაუმარცხებელია.

25 წლის ფალავანმა, რომელიც აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირაა, მე-7 მაეგაშირა მასუნოიამა დაამარცხა: მეტოქე ელვისებურად ეცა ქართველს დაჯახებისას, თუმცა ლევანმა იორიკირის ილეთით მოიგო. ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე მე-8 მაეგაშირა იოშიკაძეა, რომელსაც ბაშოზე ჯერ არ მოუგია.

VideoSportall.Ge
ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშო მასუნოიამა დაამარცხა


ელიტის უმძიმესმა ფალავანმა (212 კგ) თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) კი წააგო. მას 38 წლის ვეტერანმა მონღოლმა, კიოკუტენჰომ აჯობა. გაგამარუს მორიგი მეტოქე ბულგარელი გოლიათი აოიამაა. ქართველს 1-2 ბალანსი
აქვს. 

ბაშოს მესამე დღეს სენსაცია მოხდა: დიდ ჩემპიონ ჰაკუჰოს პირველმა მაეგაშირა მიოგირიუმ აჯობა.

VideoSportall.Ge
გაგამარუ ჰაცუ ბაშოზე კიოკუტენჰოსთან დამარცხდა


ასევე იხილეთ:
ქართველი სუმოისტების დაპირისპირება ტოკიოში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული