ელიტაში მონაწილე ორი ქართველი სუმოისტის ბედი კი სხვადასხვაგვარად განვითარდა: თუკი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) დადებითი ბალანსით (5-3) იწონებს თავს, თეიმურაზ ჯუღელს (გაგამარუ) ძალიან უჭირს - 2-6.
შაბათ-კვირას ტოჩინოშინმა დაამარცხა ოკინოუმი, შემდეგ კი თავად დამარცხდა ტაკაიასუსთან ორთაბრძოლაში. ქართველის მომდევნო მეტოქე მე-10 მაეგაშირა კიტატაიკია, რომელთანაც პირად დაპირისპირებაში 3:4-ს აგებს.
გაგამარუს მძიმე უქმეები ჰქონდა, ის ჯერ ჩემპიონ კოტოოშუსთან დამარცხდა, შემდეგ კი დიდ ჩემპიონ ჰარუმაფუჯისთან.
მონღოლ ლიდერთან ორთაბრძოლა ცალკე აღნიშვნის ღირსია: ჰარუმაფუჯი (133 კგ) ელიტის ყველაზე მსუბუქი სუმოისტია, გაგამარუ (212)
ქართველმა დიდი ჩემპიონის შემოტევა მოიგერია, მონღოლმა ვერც ყელში წაწვდომით მოიგო რამე და ვერც გვერდზე გახტომით. მაგრამ "მზის ცხენი" (როგორც ჰარუმაფუჯის უწოდებენ) ერთი წამითაც არ მოეშვა ჩვენებურს და ბოლოსდაბოლოს დააგდო დოჰიოზე.
გაგამარუს მომდევნო მეტოქე ტაკეკაძეა (4:2 პირად შეხვედრებში).
Video
ტოჩინოშინმა ოკინოუმი დაამარცხა
ტოჩინოშინმა ოკინოუმი დაამარცხა
Video
ტოჩინოშინი ტაკაიასუსთან დამარცხდა
ტოჩინოშინი ტაკაიასუსთან დამარცხდა
Video
გაგამარუ დიდ ჩემპიონ ჰარუმაფუჯისთან დამარცხდა
გაგამარუ დიდ ჩემპიონ ჰარუმაფუჯისთან დამარცხდა
ასევე იხილეთ:
ქართველმა სუმოისტებმა ბაშოზე ზედიზედ მეორე დღე ჩააგდეს [VIDEO]