თეიმურაზ ჯუღელმა გამარჯვების გემო გაიხსენა [VIDEO]

AutoSharing Option
თითქოს შეიკრნენო, ქართველი სუმოისტები იანვრის ბაშოზე სარკისებურ შედეგებს აჩვენებენ:

ერთის მოგებათა რიცხვი მეორის წაგებებს ემთხვევა. ასეა 15-იდან 12 დღის გასვლის შემდეგაც: ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი) 8-4 ბალანსი აქვს, ხოლო თეიმურაზ ჯუღელს (გაგამარუ) - 4-8.

ტოჩინოშინმა მიზანს წინა დღით მიაღწია, თუმცა პირველ მაეგაშირა მიოგირიუსთან ორთაბრძოლა მაინც ბევრს ნიშნავდა, მოგების შემთხვევაში ჩვენებურს უფრო მაღალი მიზნებისკენ გაეხსნებოდა გზა, მაგრამ წააგო.

ორთაბრძოლა დაძაბული გამოდგა, უპირატესობა ხელიდან ხელში გადადიოდა, სანამ მეტოქემ უვატენაგეს ილეთით არ "მოცელა" ჩვენებური. ტოჩინოშინის მორიგი მეტოქე ბულგარელი ჩემპიონი კოტოოშუა, რომელმაც დიდ ჩემპიონ ჰაკუჰოს
მოუგო. ურთიერთშეხვედრებში ტოჩინოშინი სლავთან 3:10-ს აგებს.

გაგამარუმ სულ მე-4 გამარჯვება იზეიმა ბაშოზე. მასუნოიამას შეტევამ ქართველზე შედეგი არ გამოიღო, მძიმეწონოსანმა გაგამარუმ ის დოჰიოდან გააგდო და ახლა იოშიკაძეს შეხვდება (1:4 ურთიერთშეხვედრებში).

იმპერატორის თასის მოპოვების აშკარა ფავორიტი მონღოლი დიდი ჩემპიონი ჰარუმაფუჯია, რომელმაც ჯერჯერობით ყველა შეხვედრა მოიგო და უახლოეს მდევრებს 2-2 გამარჯვებით უსწრებს.

VideoSportall.Ge
ტოჩინოშინმა მიოგირიუსთან წააგო

VideoSportall.Ge
გაგამარუმ მასუნოიამას მოუგო


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლევან გორგაძემ იანვრის ბაშოზე დადებითი ბალანსი დაიბევა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული