მან ძალიან იოლად დაამარცხა იოშიკაძე.
სამწუხაროდ, ჩვენებურის გამოღვიძება დაგვიანებულია, მას 5-8 ბალანსი აქვს და დარჩენილ ორ შეხვედრაში რომც მოიგოს, უარყოფით ბალანსს ვეღარ გამოასწორებს.
მომდევნო მეტოქე ვეტერანი ვაკანოსატოა, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში გაგამარუ 3:1-ს უგებს.
ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი) მას შემდეგ არ მოუგია, რაც დადებითი ბალანსი გაინაღდა.
ჩვენებური ტოლ-სწორად ებრძოლა ჩემპიონ კოტოოშუს, მაგრამ საბოლოოდ ბულგარელმა გოლიათმა იძალა და უვატენაგეს ილეთით წააქცია ტოჩინოშინი.
ლევანს 8-5 ბალანსი აქვს. მისი მომდევნო მეტოქე შოტენროა, მონღოლს ქართველი
13 ორთაბრძოლიდან 13 მოგება აქვს დიდ ჩემპიონ ჰარუმაფუჯის, რომელსაც იმპერატორის თასის მოსაგებად ერთი მოგებაც ჰყოფნის.
Video
თეიმურაზ ჯუღელმა იოშიკაძე დაამარცხა
თეიმურაზ ჯუღელმა იოშიკაძე დაამარცხა
Video
ლევან გორგაძე კოტოოშუსთან დამარცხდა
ლევან გორგაძე კოტოოშუსთან დამარცხდა
ასევე იხილეთ:
თეიმურაზ ჯუღელმა გამარჯვების გემო გაიხსენა [VIDEO]