ტოკიოში ლევან ცაგურიას თმის შეჭრის ცერემონიალი გაიმართა [ფოტო]

AutoSharing Option
ლევან ცაგურიამ, რომელიც "კოკაის" საბრძოლო სახელით ასპარეზობდა პროფესიულ სუმოში, კარიერა სექტემბრის ბაშოზე დაასრულა.

2 თებერვალს კარიერის დასრულების (ინტაი) ოფიციალური ცერემონიალის ერთ-ერთი ნაწილი გაიმართა, რომელსაც დანპაცუ-შიკი ეწოდება და თმის შეჭრის ცერემონიალია.

ეს ღონისძიება ტოკიოს ერთ-ერთ სასტუმროში გაიმართა და 200-მდე ადამიანი დაესწრო.

კოკაის პატივი დასდო ორივე დიდმა ჩემპიონმა, ჰაკუჰომ და ჰარუმაფუჯიმ. ბოლო კულული, როგორც წესია, კოკაის კლუბის მწვრთნელმა და ხელმძღვანელმა ოიტეკაძემ შეაჭრა.

აი, რა თქვა ჩვენებურმა თმის შეჭრის ცერემონიალზე:

"სუმომ მე მასწავლა ა
დამიანისთვის ასე საჭირო თვისება - მოთმინება. ახლა ჩემი სურვილია, საქართველოსა და იაპონიის ურთიერთობების გაღრმავებას შევუწყო ხელი"
.

იაპონური მედიის ცნობით, კოკაი სამოყვარულო სუმოს განვითარებაზე იზრუნებს საქართველოში. ასევე, მას საკუთარი იაპონური რესტორანი ექნება. გარდა ამისა, იაპონელები კოკაის პოლიტიკით დაინტერესებაზეც საუბრობენ.

ლევან ცაგურია 31 წლისაა. მას დებიუტი 2001 წლის მაისში ჰქონდა პროფესიულ სუმოში. მისი შიკონა იყო კოკაი ფუტოში. ლევანმა სულ 68 ბაშოზე მიიღო მონაწილეობა: 902 ორთაბრძოლაში (446 გამარჯვება, 458 მარცხი, 10 ტრავმა). ერთხელ გახდა ვიცე-ჩემპიონი, ორჯერ მოიგო მებრძოლი სულის პრიზი, 2-ჯერ დაამარცხა დიდი ჩემპიონი. კომუსუბის რანგში 2 ბაშოზე იასპარეზა. მოგებული აქვს: ძურიოს, მაკუშიტას, სანდანმეს, ჯონიდანის და ჯონოკუჩის დივიზიონები. იყო პირველი ევროპელი სუმოისტი ელიტაში და პირველი ქართველი პროფესიონალი.

ცერემონიალის ფოტოგალერეა

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

კოკაის საუკეთესო გამარჯვება კარიერაში: 2005 წლის ბაშო, დიდი ჩემპიონის, ასაშორიუს დამარცხება

VideoSportall.Ge
კოკაის საუკეთესო გამარჯვება კარიერაში: 2005 წლის ბაშო, დიდი ჩემპიონის, ასაშორიუს დამარცხება


ასევე იხილეთ:

ლელოს სტუმრები - ქართველი სამურაები: ლევან ცაგურია და თეიმურაზ ჯუღელი
მკითხველის კომენტარები / 3 /
ცაგუ,მთელი კლასი ამაყობს შენით.
sokhumeli klaseli
10:50 05-02-2013
0
გმადლობთ, ლევან, ყველაფრისათვის!
oTari
10:35 05-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული