სუმოს ახალ რეიტინგში ლევან გორგაძე პირველი მაეგაშირა გახდა

AutoSharing Option
25 თებერვალს ტოკიოში სუმოს ახალი რეიტინგ-ლისტი გამოქვეყნდა, რომელშიც კარგად აისახა ლევან გორგაძის (ტოჩინოშინი) წარმატებული ასპარეზობა იანვრის ბაშოზე. 25 წლის მცხეთელი სპორტსმენი (191 სმ, 161 კგ) აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა იყო და დასავლეთის პირველი მაეგაშირა გახდა. მარტის ბაშოზე დადებითი ბალანსი ლევანს კომუსუბის ტიტულს დაუბრუნებს, თუმცა მომავალ ტურნირში ჩვენებურს მხოლოდ უძლიერეს სუმოისტებთან მოუწევს ჭიდაობა.

ლევან გორგაძის დებიუტი პროფესიულ სუმოში 2006 წელს შედგა, 2008 წლის მაისში ის უმაღლეს დივიზიონში გადავიდა, ხოლო 2010 წლის ივლისში პირველად გახდა კომუსუბი. ის "კასუგანოს" კლუბის წარმომადგენელია. კარიერაში ტოჩინოშინმა 277
ორთაბრძოლა მოიგო (202 გამარჯვება ელიტაში) და 242 წააგო (1-ხელ მეტოქეს ტრავმის გამო ვერ გაეჯიბრა). ლევანმა 3-ჯერ მიიღო "მებრძოლი სულის" პრიზი. იანვრის ბაშო მან 9-6 ბალანსით დაასრულა.

თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) წინა რეიტინგში მე-4 მაეგაშირა იყო. წარუმატებლობამ ქართველი აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირობამდე დახია. ზუსტად ეს საფეხური ეკავა გორგაძეს იანვრის რეიტინგში. გაგამარუ 3 დღის წინ გახდა 26 წლის (188 სმ, 212 კგ). მისი დებიუტი პროფესიულ სუმოში 2005 წელს შედგა. ელიტარულ დივიზიონში ის 2010 წლის ივლისში გადავიდა, შარშან მარტში კი კომუსუბიც გახდა. თეიმურაზს ორჯერ აქვს მოგებული "მებრძოლი სულის" პრიზი. მის ანგარიშზე 244 მოგება (106 ელიტაში) და 202 მარცხია.

ისტორიაში პირველად ყველაზე პრესტიჟული, აღმოსავლეთის იოკოძუნას რანგი მიიღო მონღოლმა ჰარუმაფუჯიმ, რომელიც სუმოს ისტორიაში 70-ე დიდი ჩემპიონია. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინათ ის ლევან გორგაძემ დაამარცხა ტოკიოს ტრადიციულ 1-დღიან ტურნირში. კომუსუბის რანგი მიიღო ამინიშიკიმ.

წლის მეორე ბაშო ქალაქ ოსაკაში 10 მარტს აიღებს სტარტს და ის 15 დღეს გასტანს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლევან გორგაძემ დიდი ჩემპიონი დაამარცხა და "მებრძოლი სულის" პრიზი მიიღო!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული