ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) პირველი მაეგაშირაა. მას თავიდანვე უძლიერესებთან უხდება რკენა. ორშაბათს ტოჩინოშინის მეტოქე დიდი ჩემპიონი ჰარუმაფუჯი იყო. იმპერატორის თასის მფლობელი ისეთი შემართებით ეკვეთა ჩვენებურს, რომ ლევანი დოჰიოს მიღმა მჯდომ მსაჯს დაეცა და კინაღამ დააზიანა. სამწუხაროდ, ჩვენებურს 0-2 ბალანსი აქვს და ახლა მეორე დიდ ჩემპიონ ჰაკუჰოს ხვდება.
II დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ტაკაიასუ (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-ტოჩინოშინი (იორიკირი), ტოჩიოძანი-კოტოოშუ (უვატენაგე), კაკურიუ-ამინიშიკი (ოშიდაში), ჩიოტაირიუ-კოტოშოგიკუ (ჰიკიოტოში), მიოგირიუ-კისენოსატო (ოშიდაში), ბარუტო-ტოკიტენკუ (უვატენაგე), გოეიდო-იკიოი (ოშიდაში), გაგამარუ-ტოიოჰიბიკი (იორიკირი).
III დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-ტაკაიასუ, ტოჩინოშინი-ჰაკუჰო, კაკურიუ-მიოგირიუ, კოტოშოგიკუ-ტოჩიოძანი, ამინიშიკი-კისენოსატო, კოტოოშუ-ჩიოტაირიუ, ბარუტო-გოეიდო, კაისეი-ტოკიტენკუ, გაგამარუ-შოჰოზანი.
ასევე იხილეთ:
რკენა დიდ ჩემპიონთან