დასავლეთის პირველი მაეგაშირა ტოჩინოშინი ოძეკის ტიტულის მფლობელ კოტოშოგიკუს ხვდებოდა. უფრო ტიტულოვანმა იაპონელმა მაშინვე ხელთ იგდო ინიციატივა და ჩვენებური იორიკირის ილეთით გაიყვანა დოჰიოს რკალიდან. ლევანს 2-4 ბალანსი აქვს და ბაშოზე პირველად ხვდება თავისზე ნაკლები რანგის რიკიშის: მე-2 მაეგაშირა მიოგირიუს.
გაგამარუმ რამდენიმეწამიანი ჯაჯგურის შემდეგ გადაწყვიტა ბრაზილიელ კაისეიზე ჯიქური შეტევა და გამოუვიდა კიდევაც. ჩვენებურს 2-4 ბალანსი აქვს და ახლა მე-12 მაეგაშირა მასუნოიამას ხვდება.
ტურნირიდან ტრავმის გამო მოიხსნა ბულგარელი ოძეკი კოტოოშუ.
VI დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ჩიოტაირიუ (ცუკიოტოში), ჰარუმაფუჯი-ტოკიტენკუ (ოშიდაში), მიოგირიუ-კოტოოშუ (უბრძოლველად), გოეიდო-კაკურიუ (იორიკირი), კოტოშოგიკუ-ტოჩინოშინი (იორიკირი), ბარუტო-კისენოსატო (ჰატაკიკომი), ამინიშიკი-ტოჩიოძანი (ცუკიოტოში), ტაკაიასუ-იკიოი (შიტატენაგე), გაგამარუ-კაისეი (ოშიდაში).
სატურნირო მდგომარეობა
6-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა)
5-1: ბარუტო (სეკივაკე), შოჰოზანი (მაეგაშირა 4), ჯოკორიუ (მ 11), შოტენრო (მ 12)... 2-4: ტოჩინოშინი (მ 1), გაგამარუ (მ 6).
VII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-იკიოი, ჰაკუჰო-ტოკიტენკუ, კაკურიუ-ტოიონოშიმა, კოტოშოგიკუ-ამინიშიკი, კისენოსატო-შოჰოზანი, გოეიდო-ტოჩიოძანი, ბარუტო-ტაკაიასუ, ტოჩინოშინი-მიოგირიუ, გაგამარუ-მასუნოიამა.
ასევე იხილეთ:
ლევან გორგაძემ კომუსუბი ამინიშიკი დაამარცხა