გაზაფხულის ბაშო: ქართველებს თითო წაგების უფლებაღა დარჩათ

AutoSharing Option
იაპონიის ქალაქ ოსაკაში გაზაფხულის ბაშოს 2/3 გავლილია. ელიტაში მონაწილე ორ ქართველ სუმოისტს ერთნაირი ბალანსი აქვს: 4-6, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულ მათგანს ტურნირის დარჩენილ მესამედში მხოლოდ თითო მარცხის უფლება დარჩა.

ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) სეკივაკე გოიედოსთან დათმო და ახლა კიდევ ერთ სეკივაკეს (სუმოს რანგით მესამე წოდება იოკოძუნასა და ოძეკის შემდეგ), ესტონელ ბარუტოს ხვდება.

თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) მძლავრი მიწოლით შოტენრო დაამარცხა და ახლა ტამავაშის ხვდება, რომელმაც უკვე გაიფორმა უარყოფითი ბალანსი.

იმპერატორის თასის მოპოვების მთავარი კანდი
დატი ჰაკუჰოა. მონღოლმა დიდმა ჩემპიონმა ათივე ორთაბრძოლა მოიგო და უშუალო კონკურენტები დიდ მანძილზე ჩამოიტოვა.

X დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ბარუტო (უვატედაშინაგე), ჰარუმაფუჯი-შოჰოზანი (იორიკირი), ტოჩიოძანი-კაკურიუ (ოშიტაოში), ტოიონოშიმა-კოტოშოგიკუ (სუკუინაგე), კისენოსატო-იკიოი (იორიტაოში), გოეიდო-ტოჩინოშინი (ცუკიოტოში), მიოგირიუ-ამინიშიკი (ოშიდაში), გაგამარუ-შოტენრო (ოშიდაში).

სატურნირო მდგომარეობა
10:0: ჰაკუჰო (იოკოძუნა).
8-2: ოკინოუმი (მაეგაშირა 7)... 4-6: ტოჩინოშინი (მ 1), გაგამარუ (მ 6).

XI დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-გოეიდო, ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ, ტოიონოშიმა-კისენოსატო, კაკურიუ-ტოკიტენკუ, ტოჩინოშინი-ბარუტო, ტოჩიოძანი-ტაკაიასუ, ამინიშიკი-შოჰოზანი, გაგამარუ-ტამავაში.

ასევე იხილეთ:
გაზაფხულის ბაშო: ლევან გორგაძის მეოთხე გამარჯვება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული