ლევან გორგაძეს კომუსუბის ტიტულამდე სამი გამარჯვება აშორებს

AutoSharing Option
იმისათვის, რომ 25 წლის ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) კარიერაში მეხუთედ დაიბევოს სუმოს იერარქიაში პრესტიჟით მეოთხე კომუსუბის რანგი, ჩვენებურმა გაზაფხულის ბაშოს სამივე დარჩენილი შეხვედრა უნდა მოიგოს. ეს მას შემდეგ გადაწყდა, რაც ლევანზე ნახევარი საფეხურით წინ მდგომმა ტაკაიასუმ უარყოფითი ბალანსი დაიბევა. ერთი მარცხიც კი ლევანს რეიტინგში უკან დახევს.

ტოჩინოშინმა ბრაზილიელ კაისეის მოუგო, თუმცა ამისათვის დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან კარგა ხანს ვერც ერთმა სუმოისტმა შეძლო გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება. ახლა ტოჩინოშინი სწორედ უმოტივაციო ტაკაიასუს (3:1 ურთიერთშეხვედრებში) ხვდება.

სამწუხაროდ, დამარცხდა თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ), მას ტაკეკაძემ მძლავრი
მიწოლით აჯობა და ჩვენებურისთვის ყველაფერი დასრულდა - უარყოფითი ბალანსი დაიბევა და მომდევნო ბაშოზე მე-6 მაეგაშირაზე დაბალი რანგით იჭიდავებს.

XII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-კისენოსატო (უვატენაგე), ჰარუმაფუჯი-კოტოშოგიკუ (იორიკირი), კაკურიუ-იკიოი (ჰატაკიკომი), მიოგირიუ-ბარუტო (იორიკირი), გოეიდო-ტოიონოშიმა (ოშიტაოში), ამინიშიკი-ტოკიტენკუ (ოშიდაში), ტოჩიოძანი-შოჰოზანი (ჰატაკიკომი), ტოჩინოშინი-კაისეი (შიტატენაგე), ტაკეკაძე-გაგამარუ (ოშიდაში).

სატურნირო მდგომარეობა
12-0
: ჰაკუჰო (იოკოძუნა).
10-2: ოკინოუმი (მაეგაშირა 7).
9-3: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), კიტატაიკი (მ 6)... 5-7: ტოჩინოშინი (მ 1)... 4-8: გაგამარუ (მ 6).

XIII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-კაკურიუ, ჰაკუჰო-გოეიდო, კისენოსატო-კოტოშოგიკუ, ბარუტო-ტოიონოშიმა, ტოჩიოძანი-ოკინოუმი, ამინიშიკი-არანი, ტოჩინოშინი-ტაკაიასუ, გაგამარუ-ტოკიტენკუ.

ასევე იხილეთ:
გაზაფხულის ბაშო: ქართველებს წაგების უფლება აღარ აქვთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული