ბაშოზე მე-6 გამარჯვება იზეიმა პირველმა მაეგაშირა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე). მან დოჰიოს რკალიდან პირველი მაეგაშირა ტაკაიასუ გაიყვანა. ლევანს 6-7 ბალანსი აქვს. ბაშოს ბოლოსწინა დღეს ტოჩინოშინი იკიოის ხვდება, რომელსაც წესით, უნდა აჯობოს კიდეც (2:0 ურთიერთშეხვედრებში), რადგან მის მომავალ მეტოქეს გაზაფხულის ბაშოზე სულ 2 მოგება აქვს მოპოვებული.
თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) მეცხრე მარცხი იგემა, ამჯერად მონღოლ ტოკიტენკუსთან
XIII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): კაკურიუ-ჰარუმაფუჯი (იორიკირი), ჰაკუჰო-გოეიდო (უვატენაგე), კისენოსატო-კოტოშოგიკუ (კატასუკაში), ბარუტო-ტოიონოშიმა (კიმეტაოში), ტოჩიოძანი-ოკინოუმი (ოკურიდაში), არანი-ამინიშიკი (ჰიკიოტოში), ტოჩინოშინი-ტაკაიასუ (იორიკირი), ტოკიტენკუ-გაგამარუ (ცუკიოტოში) .
სატურნირო მდგომარეობა
13-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა).
10-3: ოკინოუმი (მაეგაშირა 7).
9-4: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), კიტატაიკი (მ 6), ტაკარაფუჯი (მ 10)... 6-7: ტოჩინოშინი (მ 1)... 4-9: გაგამარუ (მ 6).
XIV დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-კაკურიუ, ჰარუმაფუჯი-კისენოსატო, კოტოშოგიკუ-შოჰოზანი, ბარუტო-ამინიშიკი, გოეიდო-ოკინოუმი, ტოჩიოძანი-კიტატაიკი, ტოჩინოშინი-იკიოი, გაგამარუ-ვაკანოსატო.
ასევე იხილეთ:
ლევან გორგაძეს კომუსუბის ტიტულამდე სამი გამარჯვება აშორებს