სუპერტურნირში კვლავ ორი ქართველი სუმოისტი მონაწილეობს: ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი), რომელიც დასავლეთის მე-2 მაეგაშირაა და თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ), ვინც დასავლეთის მე-11 მაეგაშირაა.
ასპარეზობის პირველ დღეს ქართველთა მეტოქეები ცნობილია - ტოჩინოშინი ოძეკი (ჩემპიონი) კოტოოშუს შეხვდება, რომელიც ბულგარელია. ამ ორ სუმოისტს შორის 11:4-ია, ბულგარელის სასარგებლოდ.
ხოლო გაგამარუ პირველ დღეს მონღოლ შოტენროს შეხვდება, რომელიც აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირაა.
ბაშო 15-დღიანი ტურნირია. გამარჯვებული იაპონიის იმპერატორის თასს მიიღებს.
ასევე იხილეთ:
ქართველებმა გაზაფხულის ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულეს