ზაფხულის ბაშოზე თეიმურაზ ჯუღელი ყოჩაღობს, ლევან გორგაძე მარცხდება

AutoSharing Option
ზაფხულის ბაშოს დაწყებიდან 4 დღე გავიდა და ჩვენებურებს სხვადასხვა მიღწევა აქვთ:

თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) 3-1 ბალანსით ლიდერთა შორისაა, ხოლო ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი) ჯერ ორთაბრძოლა არ მოუგია - 0:4.

ტოჩინოშინი მე-4 დღეს დიდ ჩემპიონ ჰარუმაფუჯის შეხვდა და შიტატენაგეს ილეთით წააგო. ლევანმა სასტარტო დაჯახების თავიდან აცილება გადაწყვიტა, მაგრამ მონღოლის შემართება იმდენად დიდი იყო, რომ ქართველმა გარიდება ვერ მოასწრო. იოკოძუნამ ჩვენებურის მავაში ხელთ იგდო და ილეთი იმ წამსვე განახორციელა.

ლევანს კიდევ ერთი გამოცდა ელის. მორიგი მეტოქეა დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო (0:15 ურთიერთშეხვედრებში).

გაგამარუმ თანაკლუბელი
ჰომარეფუჯის
მავაში ცაციით იგდო ხელთ და მეტოქე დოჰიოდან გაიყვანა. ქართველი მძიმეწონოსნის მორიგი მეტოქე იკიოია.

ასევე იხილეთ:
ლევან გორგაძე ესტონელ გოლიათთან ვერას გახდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული