ლევან გორგაძემ მოიგო, თეიმურაზ ჯუღელი ისევ დამარცხდა

AutoSharing Option
ნაგოიას ბაშოს მეორე დღეს დასავლეთის მეორე მაეგაშირა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) კინაღამ აჯობა ოძეკის ტიტულის მქონე კაკურიუს, თუმცა ბოლო მომენტში ქართველის მეტოქემ დიდებულად შეასრულა უვატენაგეს ილეთი და გაგამარუ ძირს მოისროლა.

გაგამარუს მომდევნო მეტოქეც ოძეკია - კოტოშოგიკუ. წინა ხუთი დაპირისპირებიდან ქართველმა მხოლოდ ერთი მოიგო. ბაშოზე გაგამარუს ჯერ მოგება არა აქვს.

პირველი გამარჯვება იზეიმა დასავლეთის მე-11 მაეგაშირა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე), ვინც ჩიონოკუნის შეხვდა. ჩვენებურის უპირატესობა აშკარა იყო, ბოლოს კი ლევანმა სულაც ჰაერში აიტაცა რიკიში და ძირს თავით დაანარცხა.

ტოჩინოშინის მორიგი მეტოქე დაიდოა (4:0
ურთიერთშეხვედრებში).

ასევე იხილეთ:
თეიმურაზ ჯუღელს ახალმა მავაშიმ ვერ უშველა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული