ცუდი ამბავი იაპონიიდან: ლევან გორგაძემ მძიმე ტრავმა მიიღო და საოპერაციოა

AutoSharing Option
უსიამოვნო ამბავი გვაქვს ნაგოიას ბაშოდან, ლევან გორგაძის (ტოჩინოშინი) ტრავმა, რომელიც მან ასპარეზობის მეხუთე დღეს მიიღო (მოგებულ შეხვედრაში), სერიოზული აღმოჩნდა - 25 წლის ქართველმა მარჯვენა მუხლის მყესები დაიზიანა.

ექიმის დასკვნით, ტოჩინოშინმა ნაგოიას ბაშო მიატოვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკვე მოპოვებული სამი გამარჯვების მიუხედავად, ქართველს უმაღლესი დივიზიონიდან დააქვეითებენ.

კიდევ უფრო ცუდი ისაა, რომ ასეთი სახის ტრავმა თავისით არ რჩება - ოპერაციაა საჭირო. ოპერაციის შემდეგ კი 4-6 თვე გრძელდება სარეაბილიტაციო პერიოდი.

ასე რომ, 2013 წლის სეზონი (სექტემბრის და ნოემბრის ბაშოები) მისთვის დასრულებულია,
საეჭვოა, ქართველის გამოსვლა 2014 წლის იანვრის ბაშოზეც.

ეს ყველაზე ცუდი პროგნოზია, თუმცა გამორიცხული არ არის. ყველაფერი კი ოპერაციის მერე გაირკვევა.

თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) კი მორიგი, ზედიზედ მე-6 მარცხი განიცადა, მან ოძეკი კისენოსატოსთან წააგო.

ასევე იხილეთ:
თეიმურაზ ჯუღელმა გრანდთან წააგო, ლევან გორგაძემ ტრავმა მიიღო
მკითხველის კომენტარები / 2 /
არაუშავს ლევან, მალე დადგები ფეხსე და მერე ნახე ოძეკების აქეთ იქეთ ცვენა, წარმატებები..
PARFIUMER
11:28 13-07-2013
0
ძალიან,ძალიან ცუდი ამბავია,მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ ლევან
.......
20:35 12-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული