ქართველ სუმოისტთა უიღბლო ნაგოიას ბაშო

AutoSharing Option
ნაგოიას ბაშოს დასრულებამდე 4 დღეღა დარჩა. ეს სუპერტურნირი ქართველთათვის ძალზე წარუმატებელი გამოდგა - ლევან გორგაძემ მძიმე ტრავმა მიიღო, ხოლო თეიმურაზ ჯუღელი ძალზე ცუდად ჭიდაობს. აგვისტოს რეიტინგში ორივეს დაქვეითება ელის.

თეიმურაზმა (გაგამარუ) კომუსუბის ტიტულის მფლობელ მონღოლ ტოკიტენკუსთან წააგო. ორთაბრძოლა კარგი გამოდგა, ქართველი ახლოს იყო გამარჯვებასთან, მაგრამ მონღოლმა სულ ბოლო წამს შეძლო ილეთით მისი დაგდება.

2-9 - ასეთია გაგამარუს ბალანსი. ჩვენებური ახლა კიდევ ერთ კომუსუბის, შოჰოზანს ხვდება (1:2 ურთიერთშეხვედრებში).

დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო (11-0) უკვე ორი მოგებით უსწრებს უახლოეს მდევრებს და დიდი შანსია,
კვლავ დაეუფლოს იმპერატორის თასს.

ასევე იხილეთ:
თეიმურაზ ჯუღელის ნაგვიანები გამარჯვება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული