შავმა ზღვამ ტანკს ზურგი აქცია

AutoSharing Option
ერიჰაა! ეს უკვე საგანგაშოა - ქართველმა სუმოისტებმა ისევ "წყვილად" წააგეს, მეოთხედ კიუშუს ბაშოს 6 დღეში! თუ ასე გაგრძელდა, ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) კომუსუბის ტიტულს დაკარგავს, კოკაი (ლევან ცაგურია) ისევ ელიტის არიერგარდში გადაინაცვლებს, გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) კი, შეიძლება, გავარდეს...

"მატადორმა" ამინიშიკიმ ტოჩინოშინს ხერხით აჯობა - სასტარტო დაჯახებას ოსტატურად აარიდა თავი, შემდეგ კი ქართველის მავაში მოიხელთა და იორიკირის წყალობით იმარჯვა. ლევანს 2-4 ბალანსი აქვს და დღეს პირველ მაეგაშირა კოტოშოგიკუს (2-4) ხვდება. ვნახოთ, რას მოუხერხებს ჩვენებური ერთობ უხერხულ მეტოქეს (2:6 ურთიერთშეხვედრებში).

"შავმა ზღვამ" "პატარა
ტანკ" ტაკეკაძეს მიწოლას ვერ გაუძლო, მეტოქეს ზურგი აქცია და "ტანკმაც" დოჰიოდან იოლად გაიყვანა კოკაი (2-4) დღეს მე-6 მაეგაშირა ტოკუსეგავას (4-2) გაეჯიბრება. ლევანი აქამდე სულ უგებდა ტოკუსეგავას (2:0) და იმედია, ეს ტრადიცია არც ახლა დაირღვევა.

გაგამარუს რაღაც სჭირს, ორ-ცენტნერიანი ქართველი ლამის ყველამ აბურთავა კიუშუს ბაშოზე. შესაძლოა, მას ტრავმა აწუხებს, თუმცა ამის შესახებ იაპონურ წყაროებში არაფერი წერია. მან მონღოლ "არწივ" ტამავაშისთან წააგო და დღეს მე-11 მაეგაშირა მოკონამის (2-4) ხვდება (1:0 ურთიერთშეხვედრებში). შეგახსენებთ, რომ გაგამარუმ მხოლოდ ერთი ორთაბრძოლა მოიგო ბაშოზე.

გუშინ ფუკუოკაში მე-5 გამარჯვებები იზეიმეს იოკოძუნა ჰაკუჰომ, ოძეკებმა კაიომ და ბარუტომ. დასრულდა მე-16 მაეგაშირა შოტენროს წაუგებელი სვლაც. ბაშოს 5-5 მოგებით ერთბაშად 8 რიკიში უდგას სათავეში.


კიუშუს ბაშო. 14-28 ნოემბერი. ფუკუოკა (იაპონია)
VI დღე (სულ 8 ილეთი)

იორიკირი (10): კისენოსატო-ტოჩიოძანი, ამინიშიკი-ტოჩინოშინი, კოტოშოგიკუ-არანი, ჰაკუბა-კოტოკასუგა, ვაკანოსატო-კიმურაიამა, კიოკუტენჰო-მოკონამი, ტოსაიუტაკა-ტოჩინონადა, ტოკიტენკუ-შოტენრო, სოკოკურაი-კორიუ, გოეიდო-კასუგაო.
ჰატაკიკომი (2): ჰაკუჰო-ჰომაშო, ტოიონოშიმა-ბუშუიამა.
უვატედაშინაგე (2): ბარუტო-ასასეკირიუ, კაიო-კაკურიუ.
ოკურიდაში (2): ტაკეკაძე-კოკაი, იოშიკაძე-ტოკუსეგავა.
იორიტაოში (1): კოტოოშუ-კიტატაიკი.
ჰიკიოტოში (1): ტაკამისაკარი-შიმოტორი.
ცუკიოტოში (1): ტამავაში-გაგამარუ.
ოშიდაში (1): მიაბიამა-ოკინოუმი.

ლიდერები (5-1): ჰაკუჰო (იოკოძუნა), ბარუტო (ოძეკი), კაიო (ოძეკი), იოშიკაძე (მაეგაშირა 5), კიოკუტენჰო (მ 9), ტოიონოშიმა (მ 9), ტოკიტენკუ (მ 11), შოტენრო (მ 16).


 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული