III დივიზიონის მკვიდრი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) ტრავმირებულია და ის კიდევ უფრო დაეშვება რეიტინგ-ლისტში.
გაგამარუმ პირველი მოგება მონღოლ შოტენროსთან ძალზე ინტენსიურ ორთაბრძოლაში მოიპოვა, შუა დოჰიოზე ერთ-ერთ მომენტში გამოეცალა მეტოქეს და ის ძირს დაენარცხა. გაგამარუს 1-1 ბალანსი აქვს და კიოკუშუჰოს შეხვდება, რომელთანაც ძალზე უარყოფითი ბალანსი აქვს: 0:4.
II დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ტოიონოშიმა (ჰიკიოტოში), კაკურიუ-ჩიოტაირიუ (უვატედაშინაგე), ოკინოუმი-კოტოშოგიკუ (კოტეჰინერი), კისენოსატო-მიოგირიუ (სუკუინაგე), იკიოი-კოტოოშუ (სუკუინაგე), გაგამარუ-შოტენრო (ჰატაკიკომი).
ასევე იხილეთ:
თეიმურაზ ჯუღელის პირველი მარცხი 2014 წელს